სტუ-ის პროფესორი შალვა ფიჩხაძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის პროფესორი შალვა ფიჩხაძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა სტუ
17-02-2011, 17:54
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბმა პოლიტოლოგ შალვა ფიჩხაძის სახელობის პრემიის პირველი ლაურეატები დაასახელა. ღონისძიება კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის ოფისში გაიმართა. ლაურეატებად დასახელდნენ საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" გენერალური დირექტორი გოჩა მირცხულავა, ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი ირაკლი შეყრილაძე და გაზეთ "ლანჩხუთი +"-ის პოლიტიკური მიმომხილველი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი თამაზ იმნაიშვილი, რომელთაც პრემიის სიმბოლო და სიგელები გადაეცათ.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარის, სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, კონკურსში მონაწილეობა სულ ცხრა ავტორმა მიიღო.

"ამ პრემიით ჩვენ პატივს მივაგებთ ღირსეულ მოქალაქეს, პოლიტოლოგს, შალვა ფიჩხაძეს. წელს დამოუკიდებელმა ექსპერთა კლუბმა კონკურსში მონაწილეთაგან სამი ლაურიატი გამოავლინა და ვულოცავ სამივე გამარჯვებულს ამ წარმატებას", - განაცხადა დაჯილდოების ცერემონიალზე სოსო ცისკარიშვილმა.

ლაურეატებმა მადლობა გადაიხადეს აღიარებისთვის.

აღინიშნა, რომ შალვა ფიჩხაძის სახელობის პრემიის მიღება არის როგორც მნიშვნელოვანი ავანსი, ასევე გაწეული საქმიანობის დაფასების დასტური.

შალვა ფიჩხაძის სახელობის პრემია მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად 2010 წელს დაფუძნდა. სწორედ შალვა ფიჩხაძის სახელს უკავშირდება დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის დაარსება.

შალვა ფიჩხაძე სიცოცხლის ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველო ნატოში".
 
 

ასევე:

  • ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ
  • ხელოვნების მუზეუმში იხსნება გამოფენა BLACKOUT
  • დღეს პეტრე ოცხელის პრემიის პრეზენტაცია შედგება
  • რუსთაველის თეატრი ზუგდიდელ მსახიობებს დაეთმობა
  • პლასიდო დომინგოს ბრიგიტ ნილსონის სახელობის პრემია გადაეცა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge