« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
პლასიდო დომინგოს ბრიგიტ ნილსონის სახელობის პრემია გადაეცა |
უცხოეთში |
|
|
16-10-2009, 12:16
შვედეთის მეფემ კარლ XVI გუსტავმა ესპანელ საოპერო მომღერალს ტენორ პლასიდო დომინგოს ბრიგიტ ნილსონის სახელობის პრემია გადასცა. მომღერალს გადაეცა დიპლომი და ფულად ჯილდო 1 მილიონი დოლარი "საოპერო და საკონცერტო ხელოვნებაში მიღწეული უდიდესი წარმატებებისთვის".
პრემიის კომიტეტის ინფორმაციით, დომინგო სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს ლეგენდარულ მომღერლად. მან შეასრულა 130-ზე მეტი სხვადასხვა როლი და იგი ტენორების ისტორიაში ერთგვარ რეკორდსმენადაც ითვლება. დომინგომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხელოვნებაში, როგორც დირიჟორმა და ახალგაზრდა მსახიობების მხარდამჭერი პროგრამის შემქმნელმა.
პლასიდო დომინგოს მრავალი კრიტიკოსი ლუჩანო პავაროტის გვერდით აყენებს.
ბრიგიტ ნილსონის სახელობის საერთაშორისო პრემია, რომელიც გაიცემა საოპერო და საკონცერტი ხელოვნების სფეროში 2008 წელს დაფუძნდა. ბრიგიტ ნილსონი კლასიკური მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად ითვლება. 2005 წელს გარდაცვლილი ბრიგიტ ნილსონის ადერძის მიხედვით, პრემია 2-3 წელიწადში ერთხელ გაიცემა.
პირველი პრემიის ლაურეატი თავად ბრიგიტ ნელსონის სურვილით პლასიდო დომინგო გახდა. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ასევე:
ლევან მახარაძეს ელიზბარ მინდელის სახელობის პრემია გადაეცაპაატა ბურჭულაძეს სტუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა17 აგვისტო პულიცერის პრემიის დაწესების დღეაზურაბ სოტკილავას 74 წელი შეუსრულდაფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ
|
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|