17 აგვისტო პულიცერის პრემიის დაწესების დღეა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

17 აგვისტო პულიცერის პრემიის დაწესების დღეა ---
17-08-2010, 00:30
17 აგვისტოს პულიცერის პრემიის დაწესებიდან 107 წელი შესრულდა. 1903 წლის 17 აგვისტოს ჯოზეფ პულიცერმა დააწესა პრემია, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის.

პულიცერის პრემია (Pulitzer Prize) ამერიკული ჯილდოა და მიიჩნევა უმაღლეს დამსახურებად ბეჭდვით ჟურნალისტიკაში. ჯილდო ასევე ენიჭება ლიტერატურული მიღწევებისა და მუსიკალური კომპოზოციებისთვის. პირველი პულიცერის პრემია მინიჭებულ იქნა 1917 წლის 4 ივნისს. ბოლო დროს ამ ჯილდოს ლაურეატების გამოცხადება ყოველი წლის აპრილში ხდება.

პრემიის ლაურეატების დასახელებას დამოუკიდებელი საბჭო ახდენს, რომლის ოფიციალურ ადმინისტრირებას კოლუმბიის უნივერსიტეტი აწარმოებს აშშ-ში. ჯილდო დააფუძნა გვიანდელი მე-19 საუკუნის უნგრელი წარმოშობის ჟურნალისმა და საგაზეთო გამომცემელმა ჯოზეფ პულიცერმა. სახელს "პულიცერი" ხშირად არასწორად გამოთქვამენ, როგორც "პიულიცერს" (Pew-lister). ზუსტი გამოთქმა, ჯილდოს ადმინისტრატორთა თანახმად, ისევე უნდა ჟღერდეს, როგორც ფრაზა "Pullit, Sir".

პრემია გაიცემა კატეგორიებში ჟურნალიზმის, ხელოვნებისა და მწერლობის განხრით. ჟურნალიზმის ჯილდო მხოლოდ აშშ-ში მდებარე გაზეთებსა და ყოველდღიური ახალი ამბების ორგანიზაციებში დაბეჭდილ ან გამოცემულ რეპორტაჟებსა და ფოტოებს ენიჭება.
 
 

ასევე:

  • პლასიდო დომინგოს ბრიგიტ ნილსონის სახელობის პრემია გადაეცა
  • ოსლოში ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება
  • ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ
  • დღეს პეტრე ოცხელის პრემიის პრეზენტაცია შედგება
  • ლევან მახარაძეს ელიზბარ მინდელის სახელობის პრემია გადაეცა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge