|
7-06-2013, 16:09
გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ლევან მახარაძეს, ელიზბარ მინდელის სახელობის პრემია გადაეცა. ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ელიზბარ მინდელის სახელობის პრემია ყოველწლიურად გადაეცემა სამთო ტექნოლოგიების მიმართულებით შესრულებული საუკეთესო სამუშაოს ავტორს.
მიმდინარე წელს საქართველოს სამთო საზოგადოების საკონკურსო კომისიამ საუკეთესო ნამუშევრად ცნო ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, სრული პროფესორის, ლევან მახარაძის სახელმძღვანელო “სამთო საწარმოთა ტრანსპორტის სპეციალური სახეობები, წიგნი II, მყარი ფხვიერი მასალების მილსადენი ჰიდროტრანსპორტი“ და მას გადაეცა 2013 წლის ე. მინდელის სახელობის პრემია.
საქართველოს სამთო საზოგადოება და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის თანამშრომლები გულითადად ულოცავენ ლევან მახარაძეს აღნიშნულ ჯილდოს. |
|