|
20-02-2011, 18:54
20 თებერვალს ლიტერატურულ კონკურს "საბაზე" განაცხადების მიღების ვადა ამოწურა. 1-ლი მარტიდან ჟიური მუშაობას დაიწყებს და ივნისის დასაწყისში პირველ შედეგს - კონკურსის ფინალისტების სიას გამოაქვეყნებს.
"საბას" მე-9 დაჯილდოება ივნისის ბოლოს გაიმართება. პრემიაზე წიგნების წარდგენა შეუძლიათ როგორც გამომცემლობებს, ისე უშუალოდ ავტორებს.
პრემია "საბა" წლის საუკეთესო რომანის, საუკეთესო პროზაული კრებულის, საუკეთესო პოეტური კრებულის, საუკეთესო თარგმანის, საუკეთესო პიესის, საუკეთესო დებიუტის, კრიტიკის, ესსეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაციებში გაიცემა.
გამარჯვებულ ავტორებს "თიბისი ბანკი" პრიზთან ერთად ფულად პრემიებს - 36 ათას ლარსაც გადასცემს. |
|