ბრიტანელი გამომცემლები ლიტერატურულ ფორუმსა და დიალოგში მონაწილეობენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ბრიტანელი გამომცემლები ლიტერატურულ ფორუმსა და დიალოგში მონაწილეობენ სიახლე
25-05-2011, 01:21
ბრიტანელი გამომცემლები, ჰარვილ სეკერის და რანდომ ჰაუსის რედაქტორი ბრიონი ევეროუდი და ქომა პრესის დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი რა ფეიჯი, 24-25 მარტს, XIII საერთაშორისო წიგნის ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეობენ ლიტერატურულ ფორუმსა და დიალოგში, რომელიც ორგანიზებულია ქართველი წიგნის გამომცემლებისა და დისტრიბუტორთა ასოციაციის მიერ, ადგილობრივი და უცხოელი გამომცემლების, თარჯიმნებისა და მწერლებისათვის. ორგანიზატორთა სურვილი იყო, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიეწვიათ 10 საპატიო უცხოელი გამომცემელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (გაერთიანებული სამეფო, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი, ჰოლანდია და თურქეთი).

როგორც ბრიტანეთის საბჭოში აცხადებენ, ფორუმი და დიალოგი მიზნად ისახავს ორმხრივ სტიმულირებასა და ხელშეწყობას როგორც უცხოური ლიტერატურისა საქართველოში, ისე ქართული ლიტერატურისა საზღვარგარეთ. ღონისძიება მასპინძლოს პრეზენტაციებსა და დისკუსიებს გამომცემლობისა და ლიტერატურული საკითხების შესახებ, მოეწყობა საჯარო კითხვა თანამედროვე ქართველი მწერლების წიგნებიდან ციტირებული ფრაზებისა, რომლებიც მრავალ ენაზეა თარგმნილი.

ბრიონი ევეროუდის პრეზენტაციის თემაა ‘'ნათარგმნი ლიტერატურის გამოცემა გაერთიანებულ სამეფოში''. რა ფეიჯის პრეზენტაციისა კი _ ‘'ტექსტის ექსპორტი და იმპორტი''.

უნდა აღინიშნოს, რომ გოეთეს ინსტიტუტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველი და გერმანელი გამომცემლებისა და ავტორებისათვის გაიმართა მსგავსი ფორუმი (ლიტტრანსფერი), რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ქართული წიგნისა და ლიტერატურის წახალისების პროგრამა, სხვა პრიორიტეტებთან ერთად, მიზნად ისახავს როგორც ქართული ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნის, ისე უცხოურიდან ქართულ ენაზე თარგმნის ხელშეწყობას. ადგილობრივი და უცხოელი გამცებლებისთვის 2010 წელს ჩარატებული თარგმანების ტენდერი სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.

სამინისტროს ხელშეწყობითა და უცხოურ საგამომცემლო სახლებთან თანამშრომლობით ხორციელდება რამდენიმე საინტერესო პროექტი. 2010 წელს გერმანიაში გამოიცა თანამედროვე ქართული ლიტერატურული კრებული, 2011 წელს აშშ-სა და შვედეთში გამოქვეყნდება თანამედროვე ქართული მოთხრობების კრებული. უცხო ენაზე ნათარგმნი რამდენიმე ქართული ნაწარმოები გამოიცემა იტალიასა და პოლონეთშიც.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ორი სტენდით წარდგება
  • კულტურის სამინისტროში ნუგზარ შატაიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
  • კულტურის სამინისტროში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
  • 23 აპრილი წიგნის დღედ ცხადდება
  • "არტისტერიუმი 2010" იხსნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge