კულტურის სამინისტროში ნუგზარ შატაიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება » News.GTU.ge



«    მარტი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
დაგვიკავშირდით

კულტურის სამინისტროში ნუგზარ შატაიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება კულტურა, სპორტი
20-12-2010, 00:28
20 დეკემბერს, 14:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგება პრეზენტაცია წიგნისა "შეხვედრა," რომელიც მწერლის, სცენატრისტისა და დრამატურგის ნუგზარ შატაიძის შემოქმედებას წარმოადგენს. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული ბიოგრაფიული ცენტრის მიერაა გამოცემული.

კრებულში შესულია მწერლის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი მინიატიურები, ნოველები და მოთხრობები, რომლებიც წიგნის შემდგენელთა განცხადებით, ყველაზე კარგად ასახავს მისი შემოქმედების სხადასხვა ეტაპს. ამ ნაწარმოებთა ნაწილი კრებულის სახით პირველად დაიბეჭდა.

ნუგზარ შატაიძე 1944 წლის 9 მარტს თბილისში დაიბადა. სწავლობდა თბილისის ყოფილი ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა გრიგოლ ონიანის სახელობის 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე (სპეციალობით თბოენერგეტიკოსი იყო).

ნუგზარ შატაიძე ღირსების ორდენის კავალერი და მწერალთა კავშირის რამდენიმე ყოველწლიური, სახელმწიფო და "ილიას ფონდის" პრემიების ლაურეატი იყო. იგი არის ავტორი არაერთი ცნობილი მოთხრობის, პიესის, რადიოპიესისა და სცენარისა. როგორც წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ავტორმა 2005 წელს, კრებულისთვის "ნოემბრის წვიმა", ლიტერატურული პრემია "საბა" მიიღო, ხოლო მისი სცენარის მიხედვით გადაღებულმა მხატვრულმა ფილმმა "გაღმა ნაპირი" მსოფლიო აღიარება და არაერთი ჯილდო მოიპოვა. 2009 წელს გონფრევილის საერთაშორისო კინოფესტივალზე (საფრანგეთი) ნუგზარ შატაიძეს პრიზი საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა.

ნუგზარ შატაიძე 2009 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა.
ghn
 
 

ასევე:

  • 23 აპრილი წიგნის დღედ ცხადდება
  • კულტურის სამინისტროში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
  • “ილიონი”ნუგზარ აფხაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს აწყობს
  • “უნივერსში” პოეზიის საღამო გაიმართა
  • წიგნის სახლში ბელა ჩეკურიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge