|
21-01-2014, 19:50
23 იანვარს 19:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი გაერთიანება “ილიონი” აწყობს ნუგზარ აფხაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს. კონცერტი ჩატარდება სტუ-ი მეორე კორპუსში, მესამე სართულზე (მის.: კოსტავას 67).
უნივერსიტეტის საესტრადო ორკესტრის კონცერტში (დირიჟორი ირაკლი კალმახელიძე) მონაწილეობენ სოლისტები: თემო საჯაია, ქეთი ორჯონიკიძე, გიორგი ჩიქოვანი, ნინი წიკლაური, გიგა მელქაძე, თეკლა კალმახელიძე, ბესო ნემსაძე, ვერიკო მაცაბერიძე; ანსამბლი “თბილისი”.
ნუგზარ აფხაიძის შემოქმედებითი ცხოვრება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაშინდელ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიწყო. იგი ჯერ ვაჟთა კაპელაში მღეროდა, შემდეგ – ვოკალურ ტრიოში თამაზ ორჯონიკიძესა და რევაზ გელაშვილთან ერთად. იყო ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი; მღეროდა ანსამბლ “თბილისში”, რომელშიც მოგვიანებით ჩამოაყალიბეს ტრიო “თბილისი”. |
|