პროექტი ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” სექტემბრიდან ამოქმედდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პროექტი ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” სექტემბრიდან ამოქმედდება სიახლე
6-08-2011, 00:10
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროექტის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი დაასრულა. შერჩეული კანდიდატები ქვემო ქართლის, სამცხე–ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში მოსწავლეებს ქართულ ენას შეასწავლიან და დამატებით სხვა სასკოლო საგნების შესწავლაშიც დაეხმარებიან. კონკურსის წესით შერჩეულ მომავალ პედაგოგებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდა.

პროგრამაში ჩართვა შეეძლო საქართველოს მოქალაქეს, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა და ფლობს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. კონკურსში მონაწილეობა 800-მდე კანდიდატმა მიიღო, პირველი ეტაპი ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს მოიცავდა, რომელიც 381 მონაწილემ წარმატებით დაძლია, ხოლო საბოლოოდ კომისიამ, გასაუბრების შედეგად, 186 კანდიდატი შეარჩია. შერჩეულ კანდიდატებს ინტენსიური ტრენინგი ქ. ქუთაისში ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში შემდეგ საგნებში ჩაუტარდებათ: სწავლისა და განვითარების თანამედროვე მეთოდები, კულტურული მრავალფეროვნება და თანაცხოვრება და ბილინგვური სწავლება.

მომზადებული პედაგოგები სექტემბრში სამცხე- ჯავადეთში, ქვემო ქართლში და კახეთში გაემგზავრებიან, სადაც ადგილობრივ ოჯახებში იცხოვრებენ, ერთი აკადემიური წლის მანძილზე დარჩებიან რეგიონში და არაქართულენოვან სკოლებში იმუშვებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო პროგრამის მონაწილე ბაკალავრებს, ერთი აკადემიური წლის მუშაობის სტაჟის საფუძველზე, მაგისტრატურას სრულად დაუფინანსებს. აგრეთვე მონაწილეებს, რომლებსაც მასწავლებლის სასერთიფიკატო გამოცდებში მონაწილეობის მიღება და პედაგოგიური პრაქტიკის გაგრძელება სურთ, პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთწლიან სამუშაო სტაჟში უთვლის.

პროგრამის მონაწილეთა მეორე ნაკადისთვის შერჩევა სექტემბრიდან განახლდება.
 
 

ასევე:

  • პრეზიდენტი “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეებს შეხვდა
  • ინგლისური ენის სწავლების მსურველთათვის მიღება იწყება
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკურსს აცხადებს
  • არაქართველი მოსწავლეებისთვის ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოიცა
  • TLG-ის წარმომადგენლები უცხოელ მასწავლებლებს შეხვდნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge