Travel Channel"-ის ეთერში საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმი გავა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

Travel Channel"-ის ეთერში საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმი გავა სიახლე
10-08-2011, 20:17
ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და ტელეარხ "Travel Channel"-ის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმი "Essential Georgia" შეიქმნება, რომელიც "Travel Channel"-ის ეთერში გავა.

Travel Channel-ის გადაცემა ESSENTIAL ორიენტირებულია, აღმოაჩინოს და მაყურებელს გააცნოს ის საუკეთესო საშუალებები და დასასვენებელი ადგილები, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს დროის განუმეორებლად გატარებას და საუცხოოდ დასვენებას. ამჯერად ამ სატელევიზიო გადაცემის კიდევ ერთი სერიის გადაღება, რომელსაც Essential Georgia ერქმევა, საქართველოში იგეგმება. გადამღები ჯგუფი იმოგზაურებს კახეთში, სვანეთში, ბათუმში, გადაიღებს გორსა და თბილისს.

ფილმი Travel Channel-ის მეშვეობით 117 ქვეყანაში 18 ენაზე გადაიცემა და გათვლილია 59 მილიონ მაყურებელზე. ფილმი 1 წლის განმავლობაში 60-ჯერ იქნება ნაჩვენები და პერიოდულად განმეორდება (მთლიანობაში, 3 წლის განმავლობაში). ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა ფილმის მოკლე ვერსიები, რომლებიც, ამავდროულად, გავრცელდება Travel Channel-ის ვებგვერდზე.

საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმის აღნიშნულ ტელეარხზე ჩვენება ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდას, მისი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • ჩარლი ჩაპლინის "ახალი ფილმი" სამ ფუნტად იყიდეს
  • "ამირანი" და "რუსთაველი” საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებენ
  • "საბჭოთა საქართველო" მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალში მონაწილეობს
  • სტუ-ში პატრიარქის წმინდა მიწაზე მოგზაურობის ამსახველი ფილმის ჩვენება გაიმართება
  • "ბერლინალე-60" დღეს იხსნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge