|
6-09-2011, 23:12
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"შეგახსენებთ, რომ მინისტრის 12 ივლისის N453 ბრძანების საფუძველზე, პირს, რომელიც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე არ დარეგისტრირდა ან ვერ მიიღო სრული ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება და სურს სწავლა გააგრძელოს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში, ეძლევა სპეციალური სერიის მქონე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ სპეციალური სერიის მქონე ატესტატის მფლობელი ვერ ისარგებლებს საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და მობილობის უფლებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
|
|