მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
21-09-2011, 02:19
21 სექტემბერს, მართლმადიდებლური სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩვილთა მე-18 ნათლობას სამების საკათედრო ტაძარში გამართავს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა _ პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.

ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინა. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამ წელიწადს იზრდებოდა.

მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ "მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესუ ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან - უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.
 
 

ასევე:

  • მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს
  • დღეს ღვთისმშობლობაა
  • 4 დეკემბერს ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია წმინდა იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge