8 ოქტომბერი არსენ კათალიკოსის ხსნების დღეა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

8 ოქტომბერი არსენ კათალიკოსის ხსნების დღეა კულტურა, სპორტი
8-10-2011, 00:36
დღეს, 8 ოქტომბერს, არსენ კათალიკოსის ხსენების დღეა. არსენ I, არსენ დიდი, არსენ საფარელი, იყო ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი (დაიბადა დაახლოებით 820/830 წლებში, გარდაიცვალა 877/887 წლებს შორის). მისი ხსენების დღეა ახალი სტილით 8 ოქტომბერი (25 სექტემბერი).

ცნობები არსენ კათალიკოსის ბიორგაფიიდან გიორგი მერჩულის "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ" შემოინახა. არსენ I, სამცხის დიდი ფეოდალი მირიანის ძე, 6 წლისა იყო, როცა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა თეოდორემ და ქრისტოფორემ ხანძთის მონასტერში წაიყვანეს. იქ კარგი აღზრდა-განათლება მიიღო. მამამისმა საეკლესიო კრების დაუკითხავად ქართლის კათალიკოსად დაადგინა. ქართლის ეპისკოპოსებმა მიიმხრეს მამფალი გუარამ დიდი, საეკლესიო კრება მოიწვიეს და "მძლავრობით" დადგენილი კათალიკოსის წინაღღმდეგ გაილაშქრეს, მაგრამ გრიგოლ ხანძთელს არსენ I-ისთვის დაუჭერია მხარი და კრებას იგი კათალიკოსად დაუმტკიცებია.

არსენ I-ს მიეწერება პოლემიკური თხზულება "განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა", რომელიც ეხება ქართველ-სომეხთა სარწმუნოებრივი ურთიერთობასა და განხეთქილების ისტორიას, მიზნად ისახავს "განყოფის" ისტორიულ-პოლიტიკურ და სარწმუნოებრივ-დოგმატიკურ მიზეზების გარკვევას. ზოგი მკვლევარი ამ თხზულების ავტორად მიიჩნევს არსენის სახელით ცნობილ სხვადასხვა მოღვაწეს (VII საუკუნის არსენ კათალიკოსს, X საუკუნის არსენ II კათალიკოსს, არსენ იყალთოელს).
 
 

ასევე:

  • დღეს გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეა
  • დღეს გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეა
  • 29 ოქტომბერი ასურელი მამების ხსენების დღეა
  • ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ბაქოში გაემგზავრნენ
  • დღეს გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge