|
23-11-2009, 23:19
24 ნოემბერს ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში ფრედი მერკურის უკვდავსაყოფად ძეგლს დადგამენ. ძეგლის გახსნა 24 ნოემბერს, მომღერლის გარდაცვალების დღეს იგეგმება. მერკურის ძეგლის დადგმა ქალაქის ფელტჰემის რაიონის ცენტრალური ბიბლიოთეკის წინ იგეგმება, სადაც მომღერალი 1964 წლის შემდეგ, ლონდონში ჩასვლისას ცხოვრობდა. ფრედი მერკური (ფარუხ ბულსარა) 1964 წლის 5 სექტემბერს ზენზიბარეში დაიბადა. 1964 წელს იგი ოჯახთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ორი წლის შემდეგ სწავლა დაიწყო კოლეჯში, გრაფიკული ილუსტრირების კათედრაზე. პროფესიული მუსიკალური კარიერა 1970 წელს ჯგუფ "smile"-ში დაიწყო, რომელსაც მისი დაჟინებული მოთხოვნით მოგვიანებით "Queen"-ი ეწოდა. ჯგუფის შემადგენლობაში მან 13 ალბომი ჩაწერა. 1986 წელს გავრცელდა ხმები, რომ მუსიკოსი შიდსით იყო ავად, თუმცა მერკური ამას უარყოფდა. 1991 წლის 23 ნოემბერს მომღერალმა ოფიციალურად აღიარა, რომ ის ნამდვილად ავად იყო. მეორე დღეს, 24 ნოემბერს, იგი საკუთარ სახლში შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით გარდაიცვალა. |
|