17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნა სიახლე
18-11-2012, 16:09
17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ეს დღე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება, მათ შორის საქართველოში.

1939 წლის 28 ოქტომბერს, ფაშისტური ძალების მიერ ჩეხოსლოვაკიაში განათლების დღისადმი მიძღვნილი დემონასტრაციის დარბევას სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის, იან იპლეტალის სიცოცხლე შეეწირა. 15 ნოემბერს, იპლეტალის დასაფლავების დღეს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა და სტუდენტობამ საპროტესტო აქცია ჩაატარა.

1939 წლის 17 ნოემბერს ფაშისტურმა ძალებმა ალყა შემოარტყეს ჩეხოსლოვაკიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს. ფაშისტებმა, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, ზარკსჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს 1200 სტუდენტი, რომელთაგანაც ცხრას სასტიკად გაუსწორდნენ და დახვრიტეს.

ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში, ფაშიზმის წინააღდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც გადაწყდა, რომ პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად, 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო.

ქართველმა სტუდენტებმა "სტუდენტთა საერთაშრისო დღე" პირველად 2009 წელს აღნიშნეს.
 
 

ასევე:

  • 17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
  • 10 ნოემბერი მეცნიერთა მსოფლიო დღეა
  • სტუ-ში სტუდენტური კვირეულის დასკვნითი კონცერტი გაიმართა
  • სტუ-ში სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
  • სტუ-ში პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge