|
10-11-2010, 00:20
დღეს, 10 ნოემბერს, მეცნიერთა მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, 12:00 საათზე, პროგრამა "აინშატაინის’’ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 23-ე საჯარო სკოლას სასწავლო ლაბორატორიას გადასცემს. ახალგაზრდა მეცნიერი ეკა ბაკურაძე მოსწავლეებთან ერთად ახლად გადაცემულ ლაბორატორიაში ცდებს ჩაატარებს.
"მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის" (WSDPD ) UNESCO-ს ინიციატივით, პირველად 2002 წლის 10 ნოემბერს აღინიშნა.
მეცნიერების დღის აღნიშნვის ინიციატივით პირველად 1999 სამეცნიერო კონფერენციაზე გამოვიდნენ, რომელიც ბუქარესტში გაიმართა. 2001 წლის კონფერენციაზე კი 10 ნოემბერი ოფიციალურად დასახელდა მეცნიერების მსოფლიო დღედ. |
|