|
31-10-2011, 01:22
დღეს, 31 ოქტომბერს, წმინდა ლუკა მახარებლის ხსენების დღეა. წმინდა ლუკა მახარებელი მიიჩნევა ლუკას სახარებისა და მოციქულთა წიგნის, ახალი აღთქმის მესამე და მეხუთე წიგნების ავტორად.
ლუკას სახარების ბერძნულენოვან პროლოგში (II საუკუნე) მოცემულია მისი ბიოგრაფიული ცნობები: ლუკა წარმოშობით ანტიოქიიდან იყო, ეროვნებით სირიელი, პროფესიით ექიმი. ის მოციქულთა მოწაფე და მიმდევარი გახდა და პავლეს დაჰყვებოდა თან ამ უკანასკნელის წამებამდე. ლუკა ღვთის სამსახურში დარჩა სიცოცხლის ბოლომდე, უცოლშვილოდ და 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წმინდა ლუკა მახარებელი დაიბადა სირიის ქალაქ ანტიოქიაში. ცნობილია რომ ლუკა არ ყოფილა იუდეველი. მიუხედავად მისი არაებრაული წარმოშობისა, აკმაოდ კარგად იცნობდა საღმრთო შჯულს. მშობლიურ ქალაქ ანტიოქიაში, რომელიც განთქმული იყო როგორც განათლების კერა, მოციქულმა ლუკამ ჯეროვანი აღზრდა-განათლება მიიღო. დაეუფლა მკურნალობასაც. მას ასევე იცნობენ, როგორც უბადლო მხატვარს და მცოდნე ადამიანს. მას შემდეგ, რაც უფლის მოძღვრებამ გალილეიდან სირიაშიც ჩააღწია, ლუკაც ჩამოვიდა და შეუერთდა ქრისტეს. |
|