|
9-11-2011, 01:44
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებს სტატუსი შეეცვალათ. უნივერსიტეტების რეორგანიზაციის შესახებ მთავრობის დადგენილებები უკვე ძალაშია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირები - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2012 წლის 1-ელ იანვრამდე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად უნდა ჩამოყალიბდნენ.
მთავრობამ ასევე დაავალა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აღნიშნული უნივერსიტეტების, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები განახორციელოს.
იმავდროულად, უნივერსიტეტების დამფუძნებლად სახელმწიფო განისაზღვრა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმოადგენს. ipn.ge |
|