|
15-12-2011, 13:07
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გუშინ მსოფლიო რეკორდი დამყარდა. "კაცი-მაგნიტი - ასე უწოდეს 41 წლის აზერბაიჯანელს, ეთიბარ ელჩიევს, რომელმაც სხეულზე 106 კგ მეტალი მიიკრო.
მარნეულელმა ელჩიევმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში კანადელი აარონ კეისის რეკორდი გააუმჯობესა (კეისმა სახეზე მეტალის 17 კოვზი მიიკრო, ელჩიევმა კი დახმარების გარეშე მიიკრო ტანზე 50 კოვზი). გარდა ამისა, მანქანის ე. წ. კაპოტზე, რომელიც 14 კგ-ს იწონიდა, მან 92 კგ წონის ადამიანი დასვა და ტვირთი ხელების დახმარების გარეშე სხეულზე 26.93 წამის განმავლობაში გაიჩერა. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა უცხოური მედიასაშუალების წარმომადგენელი დაესწრო. ელჩიევის რეკორდი საქართველოში გინესის რეკორდების საერთაშორისო კომისიის წარმომადგენელმა შოთა ქედიშვილმაც დააფიქსირა. ქელდიშვილის განცხადებით, მასალა გინესის კომისიას დაახლოებით ორ კვირაში გაეგზავნება, იქიდან მოვა პასუხი და ელჩიევის რეკორდი 2012 წელს გინესის წიგნში შევა.
აღსანიშნავია, რომ ელჩიევი ბიოენერგიის საშუალებით, სხვადასხვა დაავადებასაც კურნავს. |
|