|
16-12-2011, 14:50
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელბურთის კლუბი აღდგა. დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელბურთის კლუბის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გოდაბრელიძე. ღონისძიება გაიმართა სტუ-ის მეცხრე კორპუსში (კოსტავას 77), სპორტულ დარბაზში.
სტუ-ის ხელბურთის გუნდის უფროსის, ბორის გითოლენდიას განცხადებით, სტუ-ის ხელბურთელთა კლუბი საქართველოს 17-გზის ჩემპიონია და მიმდინარე, 2011-2012 სასწავლო წლის საქართველოს ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. |
|