|
29-11-2009, 12:48
ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ დღეს კიდევ ერთი ვარკვლავი გაიხსნება. ამჯერად კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ფილარმონიის შესასვლელთან უკვე არსებულ ვარკვლავებს "ცისფერი ტრიოს" ვარსკვლავი შეემატება. მანამდე კი დიდ საკონცერტო დარბაზში "ცისფერი ტრიოს" საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ანსამბლს დაარსებიდან 35 წელი შეუსრულდა. ტრიოს წევრებს - თამაზ სეფერთელაძეს, დავით აბესაძესა და მალხაზ თავართქილაძეს - საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტის წოდებები აქვთ მინიჭებული. ამასთან, სამივე "ღირსების ორდენითაცაა" დაჯილდოებული. აღსანიშნავია, რომ ფილარმონიის წინ ეს უკვე მე-13 ვარსკვლავი იქნება. |
|