|
3-03-2012, 23:23
მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თბილისის მერიის მიერ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების გამო, მარჯვენა სანაპიროზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.
დღეიდან დროებით შეიზღუდა გადაადგილება ფილარმონიის მხრიდან კოსტავას ქუჩაზე, ასევე დაიკეტა მოძრაობა თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ მაგისტრალზე, ვინდაიდან დაიწყო კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა.
აღნიშნული სამუშაო 2012 წლის შემოდგომაზე დასრულდება და დიდი საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მხრიდან გმირთა მოედნისკენ სატრანსპორტო ნაკადი ახალი ესტაკადით იმოძრავებს, გაუქმდება შუქნიშანი და მოძრაობა უწყვეტ რეჟიმში იქნება შესაძლებელი. |
|