საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრმა სტუდენტებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საზაფხულო პროგრამა “Summer Job “ გააცნო და სამინისტროსა და თავის დაქვემდებარებულ უწყებებში ზაფხულში სამუშაოდ მიიწვია.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამინისტრო 4000-მდე სტუდენტის დასაქმებას გეგმავს. საუკეთესო სტუდენტებს სამინისტროსა და მის საქვეუწყებო დაწესებულებეში მუდმივი სამსახურის პერსპექტივა გაუჩნდებათ.