სტუ - ერთიანი ეროვნული გამოცდები » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ - ერთიანი ეროვნული გამოცდები სტუ
27-03-2012, 01:20
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკვე მერვედ ტარდება. 2005 წელს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მისაღები გამოცდების ძველი, საბჭოური სისტემა ახლით შეიცვალა. მისაღები გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა ქვეყანაში. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და დანერგილი მოდელი შეფასების სამართლიან, გამჭვირვალე, უნიფიცირებულ, მერიტოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო აბიტურიენტების შერჩევას უმაღლესი სასწავლებლებისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფო დაფინანსების 80 % ტექნიკურ და საინჟინრო სპეციალობებზე მოდის.

2012 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატს დაამთავრებს 2500-მდე სტუდენტი, მაგისტრატურას - 600-მდე, დოქტორანტურას კი - 400-მდე სტუდენტი.

2012 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული სწავლების მეხუთე დონეზე მისაღებია 500-მდე აბიტურიენტი, 4200 ბაკალავრი, 1040 მაგისტრანტი, ქართული ენის მოსამზადებელ კურსებზე მისაღებია სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი 422 სტუდენტი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმსხვილესი და უმთავრესი ტექნიკური უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში. ეს არის საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სწავლების, სწავლის, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური საქმიანობის მაღალი ხარისხით. უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოციალური, კულტურული და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში.

უნივერსიტეტში მოქმედებს 8 ფაკულტეტი და 31 დეპარტამენტი:

სამშენებლო ფაკულტეტი -
საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტი
სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი
ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტი
მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტი

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი -
ელექტროენერგეტიკის, ელექტრონიკისა და ელექტრომექანიკის დეპარტამენტი
საწარმოო ინოვაციების და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტი
თბო- და ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტი
ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტი


სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი -
გეოდეზიის დეპარტამენტი
სამთო ტექნოლოგიის დეპარტამენტი
გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი
ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიის დეპარტამენტი

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი -
ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი
მეტალურგიის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების დეპარტამენტი

არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი -
არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის (ურბანისტიკის) დეპარტამენტი
არქიტექტურის საფუძვლების და თეორიის დეპარტამენტი

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი -
კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტი
საინჟინრო კიბერნეტიკისა და ხელსაწყოთმშენებლობის დეპარტამენტი
ორგანიზაციული მართვის დეპარტამენტი
ფიზიკის დეპარტამენტი
მათემატიკის დეპარტამენტი

სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი -
მანქანათმშენებლობის დეპარტამენტი
ტრანსპორტის დეპარტამენტი
საგზაო დეპარტამენტი
საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტი
ლოგისტიკის დეპარტამენტი

ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი -
საზოგადოებრივი მეცნიერებების დეპარტამენტი
ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი
ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტი
სამართლის დეპარტამენტი
საერთაშორისო გერმანულენოვანი ინსტიტუტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესთაგანია. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი უნიკალურია და მოიცავს როგორც სასწავლო, აგრეთვე, სამეცნიერო და მხატვრულ ერთეულებს, რომელთა რაოდენობა 1721906-ია, მათ შორის 500 000 ეგზემპლარი პერიოდული გამოცემაა.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბოლო 80 წლის განმავლობაში საქართველოს ინჟინერთა, ქიმიკოსთა და მეცნიერული ინდუსტრიის სპეციალისტთა 60 % გამოუშვა. ბოლო წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარგლებში ჩამოყალიბდა რამდენიმე დამატებითი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის „კავკასიის ბიზნეს სკოლა“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჯორჯია სტეიტ უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი), გერმანული სწავლების ფაკულტეტი, ფრანკო-ქართული სწავლების ფაკულტეტი და სისკოს ქსელების აკადემია. სტუ-ს ქვეყნის მასშტაბით 14 ფილიალი და დაქვემდებარებული დაწესებულება, 64 სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი აქვს. უნივერსიტეტს ყოველწლიურად 12000-მდე სტუდენტი ჰყავს.

უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიური პროგრამების განხორციელება;
პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმართვა;
საპროექტო, საძიებო და საცდელ-საკონსტრუქტორო საქმიანობა;
საექსპერტო, დიაგნოსტიკური და საკონსულტაციო საქმიანობა;
საგამომცემლო საქმიანობა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მოქმედებს ორი სტუდენტური გაერთიანება. ერთ-ერთი მათგანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირი, დაარსებული 1990 წლის 18 დეკემბერს. სტუდენტური კავშირი მონაწილეობს უნივერსიტეტის თვითმმართველობაში. მეორე ორგანიზაციაა „რეფორმატორები“, შექმნილი 2006 წელს.

ამჟამად სტუ-ში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ორგანიზაცია ტურისტული კლუბი, რომელიც აერთიანებს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ტურიზმის მენეჯმენტის სტუდენტებსა და სპეციალისტებს, ასევე სხვა მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტებს. ტურისტული კლუბი 2005 წლის დეკემბერში შეიქმნა. მასში 80 სტუდენტია გაწევრიანებული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.

სტუ ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრია, ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტთა დიდი ქარტიის პრინციპებით.

სულ ახლახან სტუ კერძო სამართლის იურიდიული პირი გახდა.

უნივერსიტეტში აკადემიური განათლება სამსაფეხურიანია: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. ყოველი საფეხურის დასრულების შემდეგ სტუდენტს შესაბამისად ენიჭება ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მოცულობის ორგანიზება ხდება ბოლონიის პროცესით განსაზღვრული ნორმებით.

პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაიცემა პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სპეციალისტის დიპლომი. უნივერსიტეტში სახელმწიფო აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ ერთიანეროვნულგამოცდებგავლილ აბიტურიენტს.
 
 

ასევე:

  • სტუ
  • ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
  • სტუ-ში სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
  • სტუ-ს ჩინეთის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია
  • სტუ-ში სტუდენტთა 82-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge