|
13-06-2012, 20:13
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია ჭეძიანის უნივერსიტეტის (ჩინეთი) დელეგაცია, რომელსაც აღნიშნული უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი ჩუ ძიენი ხელმძღვანელობდა. ჩინელ სტუმრებს შეხვდნენ სტუ-ის რექტორი, პროფ არჩილ ფრანგიშვილი და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს სტუ-სა და ჭეძიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამეცნიერო კვლევასთან, სწავლებასა და პერსონალის გაცვლასთან დაკავშირებულ თემებს.
ჭეძიანის უნივერსიტეტის პრორექტორი, ჩუ ძიენი დაიბადა 1963 წელს ქ. ჭეძიანის პროვინციაში. 1982 წელს დაამთავრა ჭეძიანის უნივერსიტეტის ქიმიური ინჟინერინგის დეპარტამენტი; 1984 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი; 1986-1989 წწ. -კოიოტას უნივერსიტეტში (იაპონია) მიენიჭა დოქტორის ხარისხი. 1981 წელს აირჩიეს ჭეძიანის უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოს წევრად. 2005 წელს დაინიშნა ჭეძიანის უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობაზე.
ჩუ ძიენის კვლევის სფეროს წარმოადგენს კონტროლის თეორია და მისი განაცხადები, კომპიუტერული კონტროლის სისტემები და თანამედროვე პროცესის კონტროლის უზრუნველყოფა. ამჟამად ჩუ ძიენი სამრეწველო კონტროლის ტექნოლოგიის წამყვანი სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორია, გარდა ამისა, იგი სამრეწველო ავტომატიკის ეროვნული საინჟინრო კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე, კიბერსისტემისა და კონტროლის ინსტიტუტის დირექტორი და კომპიუტერული ტექნიკის ჩინეთის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია.
ჭეძიანის უნივერსიტეტი (Zhejiang University) ჩინეთში 1897 წელს დაარსდა. უნივერსიტეტს აქვს 5 სასწავლო კორპუსი, კერძოდ - Zijingang, Yuquan, Xixi, Huajiachi, and Zhijiang. საერთო ფართი შეადგენს 4 503 741 კვადრატულ მეტრს. ამჟამად უნივერსიტეტში სწავლობს 44 269 სტუდენტი, მათ შორის, 22 664 ბაკალავრის სტუდენტია, 13 868 - მაგისტრატურის და 7 737 - დოქტურანტურის. ჭეძიანის უნივერსიტეტის თანამშრომლების შორის, რომლის საერთო რაოდენობა შეადგენს 8 222-ს, შედის ჩინეთის მენიცნიერთა აკადემიის 14 წევრი და ჩინეთის საინჟინრო აკადემიის 13 წევრი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მოიცავს 627000 ტომს. უნივერსიტეტს აქვს საავადმყოფოს 7 ფილიალი, რომელიც ქ. ჭეძიანის პროვინციების მოსახლეობას ემსახურება. ჭეძიანის უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში არის მრავალი კვლევითი ცენტრი, მათ შორის, ეროვნული კვლევითი ცენტრი, ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი და სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტი. უნივერსიტეტს დიდი წვლილი შეაქვს სამეცნიერო კვლევის სფეროში, რადგან აქვს უამრავი მიღწევა როგორც ძირითად, ასევე გამოყენებით კვლევებში. ჭეძიანის უნივერსიტეტის მოიცავს 7 ფაკულტეტს, რომელიც შედგება 20 სკოლის, 16 დეპარტამენტისა და კვლევითი ინსტიტუტებისგან: 1. ჰუმანიტარული ფაკულტეტი: ჰუმანიტარული მეცნიერებათა სკოლა: - ჩინური ენისა და ლიტერატურა - ისტორია - ფილოსოფია - ხელოვნება - კულტურული მემკვიდრეობის და მუზეუმოლოგია საერთაშორისო მეცნიერებათა სკოლა - ენათმეცნიერება - ინგლისური ენა და ლიტერატურა - აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ენება და ლიტერატურა მედიისა და საერთაშორისო კულტურის კოლეჯი - ჟურნალისტიკა და კომუნიკაციები - კულტურათაშორისი კულტურის მეცნიერებები -ფილმი- ტელე და ახალი მედიის სწავლების დეპარტამენტი (მომზადება)
2. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ეკონომიკის კოლეჯი - ეკონომიკა - ფინანსები - საჯარო ფინანსების - საერთაშორისო ეკონომიკა გაუნგჰას სამართლის სკოლა - სამართალი განათლების კოლეჯი - განათლება - ფიზიკური აღზრდა - საზოგადოებრივი ფიზიკა მართვის სკოლა - მართვის მეცნიერება და ინჟინერინგი - საწარმოთა მართვის - ანგარიშგება და ფინანსური მენეჯმენტი - სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და მართვა - ტურიზმის მენეჯმენტი საჯარო ადმინისტრირების, კოლეჯი - მთავრობა - მიწის რესურსების მართვის - სოციალური დაცვის და რისკების მართვა - საჯარო პოლიტიკა და საჯარო ეკონომიკა - ინფორმაციული რესურსების მართვა - პოლიტიკურ მეცნიერება - სოციოლოგია პოლიტიკური თეორიის სწავლებისა და კვლევის ინსტიტუტი
3. მეცნიერებათა ფაკულტეტი; - მათემატიკის დეპარტამენტი - ფიზიკის დეპარტამენტი (ჩინური) - ქიმიის,დეპარტამენტი - დედამიწის მეცნიერების დეპარტამენტი (ჩინური) - ფსიქოლოგიის და ქცევითი მეცნიერებათა დეპარტამენტი
4. ინჟინერინგის ფაკულტეტი; მანქანათმშენებლობ დეპარტამენტი მასალათმცოდნეობის და ინჟინერინგის დეპარტამენტი ენერგო-ინჟინერინგის დეპარტამენტი ელექტრო-ინჟინერინგის კოლეჯი სამოქალაქო ინჟინერიის და არქიტექტურის კოლეჯი - სამოქალაქო ინჟინერია - არქიტექტურა - რეგიონული და ურბანული დაგეგმარება - წყლის რესურსების და ოკეანის ინჟინერინგი ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერინგის დეპარტამენტი ოკეანის მეცნიერების და ინჟინერინგის დეპარტამენტი აერონავტიკის და ასტრონომიის, სკოლა პოლიმერის მეცნიერების და ინჟინერინგის დეპარტამენტი
5. ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტი; ოპტიკური ინჟინერინგის დეპარტამენტი საინფორმაციო მეცნიერების და ელექტრონული ინჟინერინგის დეპარტამენტი კონტროლის მეცნიერების და ინჟინერინგის დეპარტამენტი კომპიუტერული მეცნიერებისა და ტექნოლოგიისკოლეჯი პროგრამული ტექნოლოგიების სკოლა (ჩინური) ბიოსამედიცინო საინჟინრო და ინსტრუმენტთა მეცნიერების კოლეჯი
6. სამედიცინი ფაკულტეტი; ძირითადი მედიცინის მეცნიერებათა სკოლა კლინიკური მედიცინის პირველი დეპარტამენტი კლინიკური მედიცინის მეორე დეპარტამენტი კლინიკური მედიცინის მესამე დეპარტამენტი ( საექთნო დეპარტამენტის ჩათვლით) სტომატოლოგიურიდეპარტამენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა ფარმაცევტული მეცნიერებათა კოლეჯი - ფარმაცევტული - ჩინური ტრადიციული სააფთიაქო
7. სოფლის მეურნეობის, სიცოცხლესთან დაკავშირებული მეცნიერებები და გამრემოს დაცვის ფაკულტეტი; სიცოცხლესთან დაკავშირებული მეცნიერებათა კოლეჯი - ბიოლოგიურ მეცნიერებები - ბიოტექნოლოგია ბიოტექნოლოგიური ინჟინერინგის და სურსათის მეცნიერების სკოლა გარემოს დაცვისა და რესურსების მეცნიერებათა კოლეჯი - გარემოს დაცვის მეცნიერები - გარემოს დაცვის ინჟინერინგი - რესურსების მეცნიერებები სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის კოლეჯი - აგრონომია (ჩინური) - მცენარეთა დაცვა - მებაღეობა - ჩაის მეცნიერებები - გამოყენებითი ბიომეურნეობა (ჩინური) ცხოველთა მეცნიერებათა კოლეჯი
|
|