ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო სიახლე
26-06-2014, 10:23
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 8:00 საათზე, დაიწყო. რეგისტრაცია 36 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების ჩატარების განრიგი გამოაქვეყნა:

26-27 ივნისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ქართული ენა და ლიტერატურა; 30 ივნისი და 1 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ზოგადი უნარები;

უცხოური ენა: 2 ივლისი ინგლისური ენა (მეორე სესია 15:00 სთ.); 3 ივლისი ინგლისური ენა (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.); 4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - რუსული ენა; 4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - გერმანული ენა; 4 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - ფრანგული ენა;

8 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ლიტერატურა; 9 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - გეოგრაფია; 10 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - ისტორია; 11 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ. მეორე სესია 14:00 სთ.) - მათემატიკა; 14 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ქიმია; 14 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი; 15 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ბიოლოგია; 16 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - ფიზიკა; 16 ივლისი (პირველი სესია 8:00 სთ.) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკვე მეათედ ტარდება. 2005 წელს მისაღები გამოცდების ძველი, საბჭოური სისტემა ახლით შეიცვალა. მისაღები გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა ქვეყანაში. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და დანერგილი მოდელი შეფასების სამართლიან, გამჭვირვალე, უნიფიცირებულ, მერიტოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო აბიტურიენტების შერჩევას უმაღლესი სასწავლებლებისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

სტუ-ში 10 ფაკულტეტია:
• სამშენებლო,
• ენერგეტიკა და ტელეკომუნიკაცია,
• სამთო-გეოლოგიური,
• ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია,
• სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობა,
• არქიტექტურა, ურბანისტიკა და დიზაინი,
• ბიზნეს-ინჟინერინგი,
• ინფორმატიკისა და მართვის სისტემები,
• დიზაინის საერთაშორისო სკოლა,
• აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმსხვილესი და უმთავრესი ტექნიკური უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში. ეს არის საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სწავლების, სწავლის, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური საქმიანობის მაღალი ხარისხით. უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოციალური, კულტურული და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესთაგანია. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი უნიკალურია და მოიცავს როგორც სასწავლო, აგრეთვე, სამეცნიერო და მხატვრულ ერთეულებს, რომელთა რაოდენობა 1721906-ია, მათ შორის 500 000 ეგზემპლარი პერიოდული გამოცემაა.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბოლო 80 წლის განმავლობაში საქართველოს ინჟინერთა, ქიმიკოსთა და მეცნიერული ინდუსტრიის სპეციალისტთა 60 % გამოუშვა. ბოლო წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარგლებში ჩამოყალიბდა რამდენიმე დამატებითი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის „კავკასიის ბიზნეს სკოლა“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჯორჯია სტეიტ უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი), გერმანული სწავლების ფაკულტეტი, ფრანკო-ქართული სწავლების ფაკულტეტი და სისკოს ქსელების აკადემია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.

სტუ ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრია, ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტთა დიდი ქარტიის პრინციპებით.

უნივერსიტეტში აკადემიური განათლება სამსაფეხურიანია: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. ყოველი საფეხურის დასრულების შემდეგ სტუდენტს შესაბამისად ენიჭება ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მოცულობის ორგანიზება ხდება ბოლონიის პროცესით განსაზღვრული ნორმებით.

პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაიცემა პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სპეციალისტის დიპლომი. უნივერსიტეტში სახელმწიფო აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ ერთიანეროვნულგამოცდებგავლილ აბიტურიენტს.
 
 

ასევე:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
  • სტუ
  • სტუ - ერთიანი ეროვნული გამოცდები
  • გამოცდის პირველ სესიაზე 335 აბიტურიენტი არ გამოცხადდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge