ხვალ თამარობაა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ხვალ თამარობაა კულტურა, სპორტი
13-05-2012, 23:40
ხვალ, 14 მაისს, ეკლესია თამარობას, თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, მართლმადიდებლურ ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.

თამარ მეფე იყო დავით აღმაშენებლის შვილიშვილის გიორგი მესამისა (1156-1184წწ.) და დედოფალ ბურდუხაის ქალიშვილი. თამარ ბაგრატიონი დაიბადა 1166 წელს. გიორგის ვაჟი არ ჰყავდა. ქალის გამეფება იმ დროს არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათი მოვლენა იყო. გიორგიმ გადაწყვიტა, თავის სიცოცხლეშივე გაემეფებინა თამარი, რათა შემდგომში სირთულეები არ შეჰქმნოდა. 1179 წელს გიორგიმ თანამოსაყდრედ აკურთხა იგი. მამა-შვილი ერთად მართავდა სამეფოს.

1184 წელს გიორგი III გარდაიცვალა და 18 წლის თამარი გახდა ერთპიროვნული მმართველი, საქართველოს პირველი ქალი მეფე.

თამარი გონიერი მეფე გამოდგა. მან ღირსეულად განაგრძო დავით აღმაშენებლისა და გიორგი მესამის დაწყებული საქმე. სახელმწიფო მმართველობის სისტემა, რომლის რეფორმაც დაიწყო დავით IV აღმაშენებელმა, საბოლოო სახით ჩამოყალიბდა თამარის მეფობის დროს.
XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველო იყო პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დაწინაურებული და უზარმაზარი სახელმწიფო. ერთიანი საქართველოს სახელმწიფო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე. ქართველები ამ პერიოდს უწოდებენ "ოქროს ხანას".

გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველმა ლიტანიობამ, მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ და სამეფო ღვაწლმა მეფეს ჯანმრთელობა შეურყია. თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს და დასაფლავებულ იქნა გელათის საკათედრო ტაძარში. არსებობს მოსაზრება, რომ შემდგომში შესაძლოა იგი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გადაასვენეს.

ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 1-ლი (14) მაისი დააწესა.
 
 

ასევე:

  • დღეს თამარობაა
  • ეკლესია თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • დღეს თამარობაა
  • ეკლესია წმინდა დიდმოწამე დედოფლის, ქეთევანის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge