ქალ მოჭადრაკეთა 69-ე ჩემპიონატში სტუ-ის სტუდენტმა გაიმარჯვა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ქალ მოჭადრაკეთა 69-ე ჩემპიონატში სტუ-ის სტუდენტმა გაიმარჯვა სტუ
18-05-2012, 14:02
ქალ მოჭადრაკეთა 69-ე ჩემპიონატში სტუ-ის სტუდენტმა გაიმარჯვაანაკლიაში დასრულდა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 69-ე ჩემპიონატი, რომელშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და პირველად მოიპოვა ქვეყნის უძლიერესი ქალი მოჭადრაკის ტიტული საერთაშორისო დიდოსტატმა ბელა ხოტენაშვილმა. მან 11 ტურში 8.0 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილზე გავიდა მერი არაბიძე, რომელიც ბელა ხოტენაშვილს 1 ქულით ჩამორჩა. მესამე ადგილი დაიკავა ნინო ბაციაშვილმა.

აღნიშნულმა სამეულმა საქართველოს ქალთა 70-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ბელა ხოტენაშვილს კი სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის (ქ. ბათუმი, 30.05/06.06-2012წ.) საგზურიც ერგო. ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე 2013 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატისთვის დაფინანსდებიან და ბაციაშვილთან ერთად სტიპენდიაზედაც იქნებიან წარდგენილნი.

ქალ მოჭადრაკეთა 69-ე ჩემპიონატში სტუ-ის სტუდენტმა გაიმარჯვა ბელა ხოტენაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტის მაგისტრანტია. მისი მეუღლე, საერთაშორისო ოსტატი მალხაზ სულაშვილი კი -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი.
 
 

ასევე:

  • ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონია
  • თბილისში ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატი გაიმართება
  • ქართველი მოჭადრაკეები ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ
  • წიგნის სახლში ბელა ჩეკურიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
  • ევროპის ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკე ქალები ლიდერობენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge