ხალხურ ცეკვაში მასტერკლასები ტარდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ხალხურ ცეკვაში მასტერკლასები ტარდება კულტურა, სპორტი
9-12-2009, 01:46
/GHN/ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ფოლკლორის მხარდაჭერის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში, ხალხურ ცეკვაში მასტერკლასებს ატარებენ. მასტერკლასების მიზანია ქართული ხალხური ცეკვის სიწმინდის დაცვა, ცეკვისთვის დამახასიათებელი იშვიათობადქცეული საშემსრულებლო და სადადგმო ხელოვნების ამაღლება, ქორეოგრაფთა და ქორეოლოგთათვის ცოცხალი, უნიკალური მასალის მიწოდება.
პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ყველა რაიონის ქორეოგრაფები. გაიმართება პრაქტიკული ჩვენებები და თეორიული სწავლებები.
მასტერკლასებს ჩაატარებენ ცნობილი ქორეოგრაფები: თენგიზ უთმელიძე, ომარ მხეიძე, ფრიდონ სულაბერიძე და უჩა დვალიშვილი.
ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია აჭარის რეგიონის, რაიონების: ხულოს, ქედასა და შუახევის უხუცეს ქორეოგრაფთა ანსამბლების შემოქმედების ჩვენება,
მასტერკლასები ტარდება ბათუმში 8 -იდან 11 დეკემბრის ჩათვლით.
 
 

ასევე:

  • თბილისში კამერული ანსამბლების ფესტივალი გაიმართება
  • სტუ არქიტექტორების სპეციალიზაციის სკოლა-მასტერკლასებს აწყობს
  • "ფოლკ რადიო” და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი რადიოფესტივალის გალაკონცერტს წარმოადგენს
  • შემოდგომის "არტ-გენი" გონიოს ციხეში მოეწყობა
  • ბათუმის თეატრში სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი "ბათუმი 2010" გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge