"ფოლკ რადიო” და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი რადიოფესტივალის გალაკონცერტს წარმოადგენს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"ფოლკ რადიო” და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი რადიოფესტივალის გალაკონცერტს წარმოადგენს კულტურა, სპორტი
30-04-2010, 02:05
30 აპრილს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, "ფოლკ რადიო” და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოადგენს რადიოფესტივალის გალაკონცერტს. მონაწილეობენ "საოჯახო ფოლკლორული ანსამბლების რადიოფეტსივალის" გამარჯვებული ოჯახები. ფესტივალის მონაწილე ოჯახებისთვის სავალდებულო იყო ხალხური სიმღერის შესრულება.

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტი, ეთნომუსიკოლოგი თამაზ გაბისონია, ეთნომუსიკოლოგი ნუნუკა შველიძე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი.

ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილის მფლობელი გახდა მამნიაშვილების ოჯახი. მას რადიო ჩაუწერს დისკს; II ადგილი _ გოგოჭურები; III ადგილი _ არველაძეები. ნომინაციაში ქალაქური ფოლკლორის საუკეთესო შემსრულებელი გაიმარჯვა ღლონტების ოჯახმა, მსმენელთა სიმპათია გახდა ხუნწარიების ოჯახი.

კონცერტზე ოჯახები შეასრულებენ სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან. ამ დღესვე მოხდება მათი დაჯილდოება.
 
 

ასევე:

  • ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ქვილთის გამოფენა გაიხსნება
  • აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება
  • ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ნაივური ფერწერის გამოფენა გაიხსნება
  • ფოლკლორის ცენტრში გაიხსნება ფოტოგამოფენა "გადავარჩინოთ ხევსურული სახლი"
  • ხალხურ ცეკვაში მასტერკლასები ტარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge