|
20-02-2010, 01:47
23 თებერვალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნება ძველი და ახალი ქვილთის (სადა ქსოვილებზე ფერადი ნაჭრებით შედგენილი კომპოზიცია) გამოფენა. საქართველოში ქვილთის ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ამას მოწმობს უძველესი გადასაფარებლები თუ კედლის პანოები, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ მოწყობილ ექსპედიციებში მოძიებული ქვილთის უიშვიათესი ნიმუშები. აღსანიშნავია, რომ როცა ამერიკასა და ევროპაში ქვილთის ტექნიკა იხვეწებოდა და ვითარდებოდა, საქართველოში ის უკვე ნაკლებპოპულარული იყო. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გამოიფინება ოთხმოცდაათამდე ექსპონატი. ეს სხვადასხვა დროისა და ეპოქის ქვილთის ერთად თავმოყრისა და გამოფენის პირველი შემთხვევაა. გამოფენის დათვალიერება მსურველებს 31 მარტამდე შეეძლებათ. |
|