|
14-11-2009, 02:17
16 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ნაივური ფერწერის გამოფენა გაიხსნება. "გლობალიზაციის შეუქცევადმა პროცესმა XXI საუკუნეში ხელოვანები ინსტიქტური, გულკეთილი მხატვრობისკენ მიახედა და დააბრუნა ხელოვნების თავდაპირველ საწყისთან - ნაივთან", _აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები. გალერეაში გამოფენილი იქნება თვითნასწავლი მხატვრების _ ვანო მელიაშვილის, ნინო ბაქრაძის , ტატიანა პაპისაშვილისა და ირინა გაგუას _ ნამუშევრები. |
|