"ქარვასლაში" გამოფენა "13/13" გაიხსნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"ქარვასლაში" გამოფენა "13/13" გაიხსნება კულტურა, სპორტი
30-11-2012, 16:17
დღეს, 30 ნოემბერს, თბილისის ეროვნულ მუზეუმ "ქარვასლაში" ნინო კალანდიასა და პაპუნა პაპასკირის ერთობლივი პროექტი - გამოფენა "13/13" გაიხსნება.
გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა აფხაზეთის კონფლიქტი, რომელმაც ასობით და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და უფრო მეტი უსახლკაროდ დატოვა.

"გამოფენა არ ეძღვნება არც ომს და არც მშვიდობას, ის ეძღვნება შთაბეჭდილებებსა და შეგრძნებებს, ტკივილსა და სიხარულს, გაცნობიერებულსა თუ გაუცნობიერებელს, მარტოობასა და სიჩუმეს, 13 თვეში და 13 დღეში წართმეულ ბავშვობას", - აღნიშნავენ ისინი.

გამოფენა "ქარვასლაში" 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.
 
 

ასევე:

  • ხელოვნების მუზეუმში ქართველი ებრაელების ისტორიისა და კულტურის ამსახველი გამოფენა გაიხსნება
  • აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება
  • ექსპოჯორჯიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა გაიხსნება
  • თბილისში ენერგოტექნოლოგიების გამოფენა გაიხსნება
  • ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ნაივური ფერწერის გამოფენა გაიხსნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge