|
10-06-2010, 00:18
10 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზ "გალერეაში" გაიხსნება ფოტოგამოფენა "გადავარჩინოთ ხევსურული სახლი".
გამოფენაზე წარმოდგენილი ხევსურული სახლების უმეტესობა დანგრევის პირასაა. გამოფენის ორგანიზატორები დამთვალიერებელს გააცნობენ გეგმას, როგორ უნდა გადარჩეს ხევსურული სახლი, მოხდეს რესტავრაცია და ქართულ კულტურას შეუნარჩუნდეს ის განძი და ფენომენი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.
"ხევსურეთი, რესტავრირებული ხევსურული სახლით ტურისტებისათვის ერთიორად საინტერესო და მიმზიდველი იქნება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრებას და ქართული მთის შენარჩუნებას", _ აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები. ღონისძიების ორგანიზატორია ეთნოკულტურათა საერთაშორისო ცენტრი "მერკინალი", პროექტის მხარდამჭერი _ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. |
|