|
22-01-2011, 01:26
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და გუდაურის დეველოპერული კომპანიის, ასევე, ტურისტული კომპანია "თებულოტურის" ორგანიზებით, 22 იანვარს გუდაურში, ღია ცის ქვეშ, გრანდიოზული ხევსურული საღამოს მოწყობა იგეგმება.
გუდაურის დამსვენებლებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარდგებიან, როგორც ადგილობრივი ფოლკლორის წარმომადგენლები, აგრეთვე თბილისიდან ჩასული ანსამბლები, რომლებიც ხევსურულ მოტივებზე შექმნილი სიმღერებსა და კომპოზიციებს წარმოადგენენ. ახალგაზრდა ხევსური პოეტები წაიკითხავენ თავიანთ ლექსებს.
სპეციალურად ამ საღამოსთვის დამზადდება ხევსურული ლუდი, რომლის დაგემოვნების საშუალება ყველა სტუმარს ექნება.
ღონისძიება მიზნად ისახავს ფშავ-ხევსურეთის _ დაცარიელებისგან გადარჩენას და ამ ულამაზესი კუთხის ტურისტული პოტენციალის, მისი ადათ-წესების პოპულარიზაციას. გარდა ამისა, ღონისძიების ერთერთი მთავარი მიზანია, საზოგადოებაში გაჩნდეს ინტერესი ისეთი ისტორიული ძეგლების მიმართ, როგორიცაა შატილი და მუცოს ციხე-სიმაგრე.
მუცო პირიქითა ხევსურეთის კლდეზე შეფენილი ციხესიმაგრეა, რომელიც ამ ეტაპზე სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. სულ ახლახან ეს საკითხი ადგილობრივ დონეზე იქნა წამოჭრილი და მის ირგვლივ რამდენიმე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია გაერთიანდა. სასტუმრო "ამბასადორსა" და მსოფლიო ბანკის ოფისში მოეწყო პრეზენტაციები, საუბრები. რაც შეიძლება მცირე დროში უნდა მოხდეს ისეთი დონორი ორგანიზაციების მოძიება, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამენ წვლილი შეიტანონ ისეთ საშვილიშვილო საქმეში, მუცოს გადარჩენაში.
ხევსურული საღამო გუდაურში, სასტუმრო გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 16:00 საათზე დაიწყება. მას ხევსურეთის მკვიდრი, პოეტი გელა დაიაური წარუძღვება. ხევსურული საღამოს მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან: "HOTEL GUDAURI"; "CHATEAU MUKHRANI";" ნატახტარი"; საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი; "PRIME TIME"; "DIDI სტუდი A" ghn |
|