გუდაურში სნოუბორდის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გუდაურში სნოუბორდის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება კულტურა, სპორტი
18-02-2012, 01:05
18 და 19 თებერვალს გუდაურში სნოუბორდის საერთაშორისო ტურნირი Gudauri Open Snow Race გაიმართება. შეჯიბრება, რომელშიც 18 ქვეყნის (შვეიცარია, იაპონია, ავსტრია, გერმანია, სლოვენია, სერბეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, მაკედონია, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი, ირანი, სასომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და საქართველო) 100-მდე სპორტსმენი და წარმომადგენელი მონაწილეობს, FIS (International Ski Federation)-ის ეგიდით ტარდება და მის კალენდარშია შესული. ასპარეზობა თბილისის მერიის, გუდურის განვითარების ფონდის, სპორტისა და ახალგზარდობის საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს სნოუბორდის ფედერაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად ტარდება.

მსგავსი რანგის შეჯიბრი საქართველოში, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ (მაშინ სათხილამურო ჩემპიონატის ეტაპი იყო) პირველად ტარდება. პირველ საერთაშორისო ტურნირზე, გამარჯვებულებს ორ დისციპლინაში PGS (პარალელური გიგანტური სლალომი) და PSL (პარალელურ სლალომში) გამოავლენენ, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის. ასპარეზობა ორივე დღეს, ე.წ. პირველ ტრასაზე გაიმართება.

მონაწილეთა შორის 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი PGS დისციპლინაში, სლოვენიელი როკ ფლანდერია. ასპარეზობის გარდა, სლოვენიელი 16 თებერვალს ჰელისკის ჯგუფს შეუერთდება და გუდაურის მიდამოებში გაუკვალავ ფერდობებზე ისრიალებს. გუდაურში, საგანგებოდ ამ შეჯიბრზე დასასწრებად, საერაშორისო სნოუბორდის ასოციაციის პრეზიდენტი, გერმანელი პეტერ კრიოგელიც ჩამოვიდა. სწორედ 18-19 თებერვლის შეჯიბრების ჩატარებაზეა დამიკიდებული, თუ მომავალი სათხილამურო სეზონიდან როგორ დატვირთავს FIS ქართულ სათხილამურო კურორტს.

ტურნირის პირველი სტარტი PGS-ში 18:00 საათიდან დაიწყება. დღესვე ამ სახეობის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. საღამოს გიორგი უშიკიშვილის გუნდისა და ქართული ხალხური ცეკვის კონცერტი დაასრულებს.

ტურნირის დღეებში, გუდაურში შეკრებილ სპორტსმენებსა და სტუმრებს საღამოობით გაართობს DJ ძვალი.

19 თებერვალს კი პირველად სტარტზე მოყვარული სნოუბორდერები გამოვლენ. გუდაურის განვითარების ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე ამ მომენტისთვის 50-ზე მეტ მონაწილეს აქვს რეგისტაცია გავლილი. შეჯიბრება დილის 11:00 დაიწყება. მოყვარულს სნოუბორდერებს გუდაურის განვითარების ფონდისგან საჩუქრები და დიპლოები გადაეცემათ.

ამავე დღეს მოგვიანებით, გუდაურში ამოსულ დამსვენებელს "კახუჩელა და ხანუმები" საინტერესო სანახაობას შესთავაზებენ. მისი დასრულების შემდეგ კი პროფესიონალ სნოუბორდერთა დასკვნითი სახეობაში, PSL-ში გათამაშდება საპრიზო ადგილები. PSL -ის დასრულებისთანავე, გამარჯვებულთა დაჯილოდება შედგება.

პირველი საერთაშორისო ტურნირის Snowboard Race-ის გამარჯვებულები თასებით, მედლებით, დიპლომებით, ფულადი პრემიებით და სხვა ფასიანი საჩუქრებით დაჯილოდოვდებიან.

Gudauri Open Snow Race -ზე ქართული გუნდი 9 სპოტსმენით იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ყველაზე ტიტულოვანი რევაზ ნაზღაიძეა. ქართულ გუნდში ერთი მანდილოსანი ნინო ბურდული იქნება.
ghn.ge
 
 

ასევე:

  • სტუდენტები “სათხილამურო რომპეტროლიადაში" მონაწილეობის მისაღებად გუდაურში გაემგზავრნენ
  • სტუ-ის სტუდენტები სამთო-სათხილამურო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას
  • გუდაურში თოვლის საერთაშორისო დღე აღინიშნება
  • საუნივერსიტეტო “რომპეტროლიადაში” სტუ-ის სტუდენტებმა გაიმარჯვეს
  • გუდაური "ხევსურულ საღამოს" მასპინძლობს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge