სტუდენტები “სათხილამურო რომპეტროლიადაში" მონაწილეობის მისაღებად გუდაურში გაემგზავრნენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუდენტები “სათხილამურო რომპეტროლიადაში" მონაწილეობის მისაღებად გუდაურში გაემგზავრნენ კულტურა, სპორტი
18-02-2011, 14:06
სტუდენტები 42 უმაღლესი სასწავლებლიდან, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, “სათხილამურო რომპეტროლიადაში" მონაწილეობის მისაღებად დღეს გუდაურში გაემგზავრნენ. საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინფორმაციით, საბოლოო რეგისტრაცია 12:00 საათზე დასრულდა, რის შემდეგაც 60-მდე სტუდენტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გუდაურისკენ გაემგზავრა.

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის და კომპანია “რომპეტროლ საქართველოს" მხარდაჭერით, შეჯიბრებისთვის ე. წ. “კუდებზე" მომზადდა სათხილამურო ტრასა და შეიქმნა პირობები, რომ სტუდენტებმა მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები.

ახალგაზრდები გუდაურში ერთდღიან მომზადებას გაივლიან, ხოლო 19 თებერვალს “სათხილამურო რომპეტროლიადა" ვაჟთა და გოგონათა შორის გიგანტურ სლალომში გაიმართება. შეჯიბრების დროს სტუდენტებს სადაზღვევო კომპანია “არდი ჯგუფი" დააზღვევს. შეჯიბრება 13:00 საათზე დაიწყება და მას საზეიმო ვითარებაში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისრტოს და რომპეტროლის ხელმძღვანელი პირები გახსნიან.

ტურნირის დროს გაიმართება “რომპეტროლ საქართველოს" მიერ საგანგებოდ სპორტული ღონისძიებებისას განწყობის ამაღლებისთვის შექმნილი “ახალგაზრდული ჰიმნის" პრეზენტაცია. ახალი სიმღერით ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად წარდგება ახლად შექმნილი ჯგუფი “ფიქსი". ენერგიულ დღეს კი “გუდაური მიუზიქ ჰოლში" ხალისიანი საღამო და გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია დაასრულებს.

კომპანია რომპეტროლისთვის ახალგაზრდული სპორტის განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. კომპანია ყოველთვის ცდილობს, წაახალისოს სტუდენტები ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის და შეუქმნას მათ შესაბამისი მოტივაცია.

“როგორც მოსალოდნელი იყო, სპორტის ზამთრის სახეობებმა სტუდენტებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. რაც მთავარია, ამ ტურნირის გამარჯვებულებს საშუალება მიეცემათ, თავიანთი შესაძლებლობები უფრო ფართო ასპარეზზედაც გამოცადონ. ამასთანვე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტურნირი სტუდენტებისთვის ზეიმად იქცეს და გუდაურიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ", - აცხადებს “რომპეტროლ საქართველოს" გენერალირი დირექტორი ალექსანდრე ალბინი.

საუნივერსიტეტო სპორტის მხარდამჭერი ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი “რომპეტროლ საქართველოსა" და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას შორის 9 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, რომპეტროლი 2010-2011 წლების განმავლობაში დაგეგმილი ყველა საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობის მხარდამჭერი იქნება და ამ ხნის განმავლობაში ყველა შეჯიბრება “საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის" სახელს ატარებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუტსალში “საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის" ჩემპიონი გამოვლინდა. 11 თებერვალს, 2-თვიანი დაძაბული შეჯიბრების შემდეგ, ფუტსალში, “საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის" სტუდენტური ლიგის ჩემპიონი გუნდი გამოვლინდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტდარბაზში გამართულ ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდმა, “სეუ"-მ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაძაბულ შეხვედრაში 3:2-ით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
Ghn.ge
 
 

ასევე:

  • საუნივერსიტეტო “რომპეტროლიადაში” სტუ-ის სტუდენტებმა გაიმარჯვეს
  • ხვალ "სტუდენტური უნივერსიადის" პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება
  • სტუ-ში "საუნივერსიტეტო რომპეტროლიადამ" აიღო სტარტი
  • საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია და ბილაინი მემორანდუმს გააფორმებენ
  • სტუ-ის კალათბურთის გუნდი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge