ხვალ "სტუდენტური უნივერსიადის" პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ხვალ "სტუდენტური უნივერსიადის" პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება კულტურა, სპორტი
1-05-2011, 00:45
2 მაისს, 14:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში „სტუდენტური უნივერსიადის" პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. დაგეგმილი ღონისძებების შესახებ, რომელიც „საუნივერსიტეტო რომპეტროლიადა 2010-2011"-ის ფარგლებში უნდა გაიმართოს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი, „რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლოზ ამაშუკელი ისაუბრებენ.

პრეზენტაციას სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციათა პრეზიდენტები, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და თვითმმართველობის ხელმძღვანელებიც დაესწრებიან.

„საუნივერსიტეტო რომპეტროლიადა 2010-2011"-ის ფარგლებში, 20 სახეობის სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად, უმაღლეს სასწავლებლებს განაცხადები წინასწარ დაეგზავნათ.

„უნივერსიადაში" მონაწილეობაზე შეტყობინება ორმოცამდე, მათ შორის, რუსთავის, გორის, თელავის, ქუთაისისა და ბათუმის უმაღლეს სასწავლებლებს უკვე დაეგზავნა. წინასწარი მონაცემებით, მომდევნო ორი თვის განმავლობაში სპორტის 20 სახეობაში ძალებს ორიათასზე მეტი სტუდენტი მოსინჯავს", - აცხადებს საუნივერსიტეტო ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლოზ ამაშუკელი.

„რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტის განცხადებით, კომპანია განსაკუთრებულად გულშემატკივრობს ახალგაზრდული სპორტის განვითარებას, ვინაიდან ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„რომპეტროლი" სპონსორობს საუნივერსიტეტო სპორტს ერთადერთი მოტივით, წაახალისოს ახალგაზრდა სპორტსმენები და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში დაეხმაროს. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა მხარი დავუჭიროთ საუნიერსიტეტო სპორტში გაერთაინებულ ორმოცზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის გუნდებს", - აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი.

საუნივერსიტეტო სპორტის მხარდამჭერი, ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი „რომპეტროლ საქართველოსა" და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას შორის 9 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, რომპეტროლი 2010-2011 წლების განმავლობაში დაგეგმილი ყველა საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობის მხარდამჭერი იქნება და ამ ხნის განმავლობაში ყველა შეჯიბრება „საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის" სახელს ატარებს.
ghn
 
 

ასევე:

  • სტუ-ში "საუნივერსიტეტო რომპეტროლიადამ" აიღო სტარტი
  • სტუდენტები “სათხილამურო რომპეტროლიადაში" მონაწილეობის მისაღებად გუდაურში გაემგზავრნენ
  • საუნივერსიტეტო “რომპეტროლიადაში” სტუ-ის სტუდენტებმა გაიმარჯვეს
  • საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია და ბილაინი მემორანდუმს გააფორმებენ
  • სტუ "უნივერსიადა 2011"-ის გამარჯვებულია






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge