|
24-01-2013, 19:37
ბილაინი და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალი სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროში, 25 იანვარს, 13:00 საათზე შედგება.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ბილაინი ყველა იმ ღონისძიების პარტნიორი გახდება, რომელსაც საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია მთელი წლის განმავლობაში ჩაატარებს. ღონისძიების ფარგლებში მოიაზრება შეჯიბრი სპორტის თითქმის ყველა სახეობაში, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე.
მემორანდუმის გაფორმების პარალელურად, ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ წინასწარ გაეცნონს იმ სპორტული აქტივობების კალენდარს, რომელიც სტუდენტების მონაწილეობით მთელი წლის განმავლობაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში ირიცხება 90 000-მდე სტუდენტი, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიზანია თავისუფალი დროის მოახდინოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და გაუწიოს სპორტის სხვადასხვა სახეობებს პოპულარიზაცია.
ფედერაციის ეგიდით გაიმართება სტუდენტური ჩემპიონატები , ზამთრის ტრადიციული უნივერსიადა სამთო სათხილამურო სპორტის სახეობებში, ზაფხულის ტრადიცული უნივერსიადა , 4 სტუდენტური ლიგა, რომელიც გაგრძელდება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში და ჩატარდება 2 სეზონად.
მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრებები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის სტუდენტური ჩემპიონატის სპორტის 7 სხვადასხვა სახეობaში და ასევე ზაფხულისა და ზამთრის მსოფლიო უნივერსიადებზე.
" ბილაინი მხარს უჭერს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის იმ მიმართულებას, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას გულისხმობს. შარშან მთელი წლის განმავლობაში, ჩვენ ჩავატარეთ 10 ზე მეტი სპორტული ღონისძიება,სხვა და სხვა სამოყვარულო სპორტის ფედერაციასთან ერთად. მოხარულები ვართ, რომ წლევანდელი სპორტული კალენდარი კიდევ უფრო დატვირთული და მრავალფეროვანი იქნება, ხოლო შემოთავაზებული ღონისძიებები კიდევ უფრო მასშტაბური", - აცხადებს თეონა ბაღდავაძე, ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. |
|