საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო ორგანიზაციის "Euromonitor Internatiuonal Ltd"-ის მონაცემთა ბაზებსა და სერვისებს.
პრეზენტაცია ჩაატარა აღნიშნული ორგანიზაციის კლიენტების მოზიდვის მენეჯერი ცენტრალურ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, ეკატერინა ბონდარენკო.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. ეკატერინა ბონდარენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილისა და საქართველოს ტქნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსის, ოთარ ზუმბურიძის შენიშვნებს გაითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ მოცემული კომპანიის მონაცემთა ბაზა Passport GMID და სერვისი ითვალისწინებს გლობალურ სტრატეგიულ ინოვაციურ კვლევით რესურსებში ბაზრების, ქვეყნებისა და მომხმარებლების შესახებ მონაცემებსა და მათ დეტლურ ანალიზს და ასევე, საკონსულტაციო მომსახურებას ნებისმიერ დარგში.