პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები იწყება » News.GTU.ge



«    მარტი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
დაგვიკავშირდით

პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები იწყება სიახლე
16-07-2012, 12:55
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს - პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სმინისტრო ავრცელებს.

ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს გადამზადების ორთვიანი კურსი გაიაროს ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში და სურვილისამებრ აირჩიოს ერთი, ორი ან სამივე ტრენინგი ერთად. ტრენინგების კურსი მონაწილეს შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება. საქართველოს 20 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 80 ტრენინგცენტრში ერთდროულად 20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება.

პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგიტრაცია დღეს დაიწყო. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგი გამართა და პროექტის ვებგვერდი www.po.ge წარადგინა.

პროექტში ჩართვის მსურველებთა რეგისიტრაცია 2012 წლის 16 ივლისიდან 10 სექტემბრამდე იწარმოებს. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად ვებგვერდზე www.po.ge, აგრეთვე, ამავე საიტზე მითითებულ დაწესებულებებში.

რეგისტრაციისათვის საჭიროა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დარეგისტრირებული ყველა მონაწილე მიიღებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელ საბუთს და მისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელ ლექციების განრიგს.

სალექციო კურსს პროფესიონალი ტრენერები ჩაატარებენ. სპეციალურად ამ ტრენინგებისათვის სახელმძღვანელოები შეიქმნა. ყველა საჭირო სახელმძღვანელო და სასწავლო მასალა მონაწილეებს უფასოდ დაურიგდებათ.
 
 

ასევე:

  • 20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება
  • „პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” დაიწყო
  • განათლების სამინისტროს ინიციატივით, 20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება
  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
  • პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge