პოლონეთში ქართველი მეცნიერები დააჯილდოვეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პოლონეთში ქართველი მეცნიერები დააჯილდოვეს სტუ
8-10-2012, 13:40
პოლონეთში ქართველი მეცნიერები დააჯილდოვესქართველი მეცნიერები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი, სტუ-ის წყალთა მეურნეობის ინსიტუტის დირექტორი, პროფესორიGგივი გავარდაშვილი და სტუ-ის სრული პროფესორი გელა ყიფიანი ქართული და პოლონური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დიპლომითა და ვერცხლის მედლით დაჯილდოვდნენ.

პოლონეთში ქართველი მეცნიერები დააჯილდოვეს პოლონეთში, ქალაქ ჩესტოხოვას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ჩატარდა IV საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “არქიტექტურისა და მშენებლობის მომავლის პრობლემები”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 11 ქვეყნის (პოლონეთი, სომხეთი, ჩინეთი, საქართველო, რუსეთი, უკრაინა, ჩეხეთი, იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, გერმანია) 200-მდე მეცნიერ-სპეციალისტმა, დაიბეჭდა სამეცნიერო შრომათა კრებულის ორტომეული: I ტომი - 452-გვერდიანი, ხოლო II – 272.

პოლონეთში ქართველი მეცნიერები დააჯილდოვესსაერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გავარდაშვილი იყო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, 25 სექტემბერს I სესიაზე გააკეთა მოხსენება თემაზე “თოვლის ზვავების საწინააღმდეგო ახალი ნაგებობების გაანგარიშება”, ხოლო 27 სექტემბერს იყო კონფერენციის III სესიის ხელმძღვანელი.

პოლონეთში ქართველი მეცნიერები დააჯილდოვესსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩესტოხოვას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის მომზადების მიზნით, გავარდაშვილს შეხვედრები ჰქონდა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მარია ნოვიცკა-სკოვრონთან, ამავე უნივერსიტეტის სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ იაროსლავ რაიჩიკსა და გარემოს დაცვისა და ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ვოიჩიკ ნოვაკთან.

პოლონეთში ქართველი მეცნიერები დააჯილდოვეს25 სექტემბერს ქართული და პოლონური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჩესტოხოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორმა გავარდაშვილსა და ყიფიანს დიპლომები და ვერცხლის მედლები გადასცა.

პოლონეთში ქართველი მეცნიერები დააჯილდოვესასევე დაჯილდოვდნენ ერევნის მშენებლობისა და არქიტექტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ოგანეს ტოკმაჯიანი, ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი…ვარდგეს ედოიანი და სხვა მეცნიერები.

პოლონეთში ქართველი მეცნიერები დააჯილდოვესქართველი მეცნიერები შეხვდნენ ხიდების, სამოქალაქო მშენებლობის და გარემოს დაცვის დარგში მომუშავე მსოფლიოში ცნობილ მეცნიერ-სპეციალისტებს, პროფესორებს: პეკინის სამოქალაქო მშენებლობისა და არქიტექტურის უნივერსიტეტის დეკანს, პროფესორ ჰუი ვუს (ჩინეთი), სლოვაკეთის სამოქალაქო მშენებლობის უნივერსიტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ მარიან დრუსას (სლოვაკეთი), კრაკოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორ კაზიმირ ფლაგას (პოლონეთი), ერევნის მშენებლობისა და არქიტექტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ოგანეს ტოკმაჯიანს (სომხეთი), სანკტ-პეტერბურგის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორს, პროფ. ევგენი სმირნოვს (რუსეთი), ფირმის “სამოქალაქო მშენებლობის განვითარების” აღმასრულებელ დირექტორს, იმრე ნემეჩს (უნგრეთი) და სხვებს. საუბარი შეეხო ინსტიტუტისა და ზემოაღნიშნული ქვეყნების საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობას.

პოლონეთში ქართველი მეცნიერები დააჯილდოვესქალაქ კატოვიცაში პოლონეთის პრეზიდენტის, ბრონისლავ კომოროვსკის პატრონაჟით ჩატარდა IV სახელმწიფო მშენებელთა ფორუმი, სადაც სახელმწიფოს ცნობილი მშენებლები დაჯილდოვდნენ სახელმწიფო ორდენებით, მედლებით და დიპლომებით. დაჯილდოების შემდეგ შედგა მუშა შეხვედრა გარემოს დაცვის, ინჟინერ-ეკოლოგ და ჰიდროტექნიკის დარგის ცნობილ სპეციალისტებთან.
პოლონეთში ქართველი მეცნიერები დააჯილდოვეს
 
 

ასევე:

  • წყალთა მეუნეობის ინსტიტუტის იუბილესთან დაკავშირებით, სტუ-ში კონფერენცია ტარდება
  • სტუ-ში სტუდენტთა 82-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
  • სტუ-ში სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
  • საქართველო კავშირის „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“ წევრი გახდება
  • ჩინეთის საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ტექნიკურ უნივერსიტეტში






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge