საქართველო კავშირის „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“ წევრი გახდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველო კავშირის „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“ წევრი გახდება სიახლე
29-09-2014, 12:24
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია ჩინეთის საინჟინერო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, ჩინეთის პოლიტსაბჭოს წევრის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ფან იუნჰეს ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ კავშირის მომავალი წევრი ქვეყნის შესაძლებლობების განსაზღვრა ანუ, რამდენად და რა შესაძლებლობებით შეუძლია საქართველოს ჩაერთოს და იყოს კავშირის წევრი ქვეყანა. დელეგაციის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი შეხვდნენ. შეხვედრაზე ის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები განიხილეს, რითაც ქართული მხარე კავშირის წევრ ქვეყნებთან ითანამშრომლებს. კავშირის „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“ მიზანია აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების ერთ ეკონომიკურ სივრცეში გაერთიანება და წევრი ქვეყნების ჩართვა ერთობლივ ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სხვა პროექტებში.

შეგახსენებთ: ჩინეთის საინჟინრო აკადემიის 9-კაციანი დელეგაცია აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, პროფესორ ფან იუნხეს ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსაც ეწვია. შეხვედრას ჩინეთის საელჩოს მხრიდან ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუე ბინი და ელჩის ასისტენტი, ასევე, მესამე მდივანი ინ სიაოიუ. ღონისძიება სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ფან იუნხე საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. ამასთან, ჩინეთის საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, პროფესორ ფან იუნხეს, მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი კომპიუტერული მეცნიერებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში განსაკუთრებული მიღწევებისთვის, ისტორიული მნიშვნელობის მქონე “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისათვის” სამეცნიერო-ტექნიკური საკითხების დამუშავებაში შეტანილი ღვაწლისთვის, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებისთვის. შესაბამისი დიპლომები ჩინეთის საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.

პროფესორი ფან იუნხე 1946 წელს ჩჟზეცზიანის პროვინციის ქალაქ ხანჩჟოუში დაიბადა. 1965-70 წლებში სწავლობდა შანხაის უნივერსიტეტში (ტუნცზი), არქიტექტურის ფაკულტეტზე, 197-72 წლებში იყო ხუბეის პროვინციის ქალაქ სიანგფანის მეტალურგიული ქარხნის ტექნიკოსი, 1972-78 წლებში – ამავე ქალაქის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და მეცნიერებისა და ტექნიკის საქალაქო კომიტეტის უფროსის მოადგილე; 1978-81 წლებში ფან იუნხე გახდა ჩჟზეცზიანის უნივერსიტეტის მაგისტრი, 1981-91 წლებში – უნივერსიტეტის ლექტორი, 1986-87 წლებში – მიწვეული მეცნიერი კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის (აშშ) მშენებლობისა და დაგეგმარების კვლევით ინსტიტუტში, 1987-88 წლებში – აშშ-ის კარნეგის უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტზე; 1991-1994 წლებში იყო ჩჟზეცზიანის უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტის დეკანი, 1994-95 წლებში – ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი, 1995-2006 წლებში კი – რექტორი. 1997 წელს ფან იუნხე ჩინეთის საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს; 2006-2014 წლებში ჩინეთის საინჟინრო აკადემიის პარტიული ჯგუფის მდვნის მოადგილე, ჩინეთის საინჟინრო აკადემიის პრორექტორი. 2013 წლის მარტში ფან იუნხე ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრად და საერთაშორისო საკითხებში კომიტეტის უფროსად დანიშნეს.

ჩინეთის საინჟინრო აკადემიის დელეგაციისა და მისი ხელმძღვანელის, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტ პროფესორ ფან იუნხეს საქართველოში ვიზიტის მიზანია, შეისწავლოს აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელში შემავალი ქვეყნების ინფრასტრუქტურა და მის განვითარებასთან დაკავშირებული სამეცნიერო-ტექნიკური საკითხები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.
 
 

ასევე:

  • ჩინეთის საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ტექნიკურ უნივერსიტეტში
  • "კავკასიურ სახლში" სუენ-ზის წიგნის "სამხედრო ხელოვნების შესახებ" პრეზენტაცია გაიმართება
  • დემი ლაოშვილს დაბადებიდან 75 და სამეცნიერო საქმიანობის 50 წელი შეუსრულდა
  • სტუ-ს ჩინეთის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია
  • ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 119 წელი შესრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge