|
15-10-2012, 20:18
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის, "შემოდგომის ლეგენდა 2012“-ის შიდაშესარჩევმა ჟიურიმ კონკურსის ფინალისტები გამოავლინა. 10 საუკეთესო ნაწარმოების ავტორი 19 ოქტომბერს კახეთში, შატო მერეში გაემგზავრება და იმპროვიზაციულ ტურში მიიღებს მონაწილეობას. ფინალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 6, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 და თავისუფალი უნივერსიტეტის 1 სტუდენტი გავიდა:
1. დავით ბაბიაშვილი - „თარო“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) 2. დავით გორგილაძე - „ორი კაცის სახლი“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) 3. ლუკა გორდაძე - „პენტაედრა“ (თავისუფალი უნივერსიტეტი) 4. ანა ლაზვიაშვილი - „ცხვრები“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) 5. თამარ მეზვრიშვილი - *** (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) 6. თამარ ფოლადაშვილი - „დედების საქმე“ (თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი) 7. გურამ ღონღაძე - „მეორე“ (თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი) 8. თამარ ჩანტლაძე - „ლელი“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) 9. თამუნა ჩქარეული - *** (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) 10. რატი წეროძე - „ასჯერ გაკერილი“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია ჯეოსელის ერთობლივ პროექტში წელს მონაწილეობა 196 სტუდენტმა მიიღო. მათ შორის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 122 სტუდენტი, თავისუფალი უნივერსიტეტი - 28 სტუდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 11 სტუდენტი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - 9 სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 6 სტუდენტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - 5 სტუდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - 2 სტუდენტი, თბილისის სამხატვრო აკადემია - 2 სტუდენტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 2 სტუდენტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2 სტუდენტი, წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი - 2 სტუდენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 2 სტუდენტი, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია - 1 სტუდენტი, საქართველოს უნივერსიტეტი - 1 სტუდენტი, უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია - 1 სტუდენტი.
"შემოდგომის ლეგენდა“ წელს მეოთხედ ჩატარდება. გასული წლებისგან განსხვავებით 2012 წლის კონკურსში მონაწილეობის მიღება თბილისში აკრედიტირებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეეძლოთ. ლიტერატურულმა კონკურსმა სტარტი 17 სექტემბერს აიღო. სამი კვირის განმავლობაში მონაწილეობის მსურველებს შეეძლოთ ნებისმიერი ჟანრისა და თემის პროზაული ნაშრომი გამოეგზავნათ. შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 10 ფინალისტი დაასახელა, მათგან სამი საუკეთესო კი, კონკურსის გამარჯვებული გახდება და თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია ჯეოსელის სპეციალურ პრიზებს მიიღებს. ნოემბრის დასაწყისში დაგეგემილ კონკურსის დაჯილდოების საღამოზე იმპროვიზაციული ტურის საუკეთესო ნაწარმოებებისაგან შექმნილი კრებულის პრეზენტაციაც გაიმართება. |
|