|
1-11-2011, 00:45
„შემოდგომის ლეგენდა 2011“–ის პირველი ტური დასრულდა. შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 15 ფინალისტი გამოავლინა. მეორე ტურის მონაწილეები ლოპოტას ტბაზე 2 ნოემბერს გაემგზავრებიან.
კონკურსის ფინალისტები არიან:
1. ახვლედიანი ქეთევან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2. ბაიდაური გიორგი – შ.რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, 3. ბატიაშვილი მაგდა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 4. დვალი სალომე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 5. ვაჩაძე გვანცა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 6. თხელიძე მადონა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 7. ლაზვიაშვილი ანი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 8. სამხარაძე ნინო – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 9. სამხარაძე სალომე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 10. ტაბაღუა მარიამ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 11. ტეფნაძე ნინო – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 12. ფეზუაშვილი იოანე – შ.რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, 13. შენგელია სალომე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 14. ჩიხლაძე დავით – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 15. ჯანანაშვილი ქეთევან – სამხატვრო აკადემია.
კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობდა 190 სტუდენტი თბილისში აკრედიტირებული 9 უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლიდან. პროცენტულად მონაწილეთა რაოდენობა ასე გადანაწილდა:
71, 6% – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, 8,4% – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, 7,4% – შ.რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტი, 5,3% – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, 3,1% – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, 1,6% – სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, 1% – სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, 1% – სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, 0,5% – სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი.
პირვლ ტურში გამოვლენილი 15 საუკეთესო კანდიდატი მეორე ტურში გადაინაცვლებს და კონკურსის მთავარი - იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდება. იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები, ქალაქგარეთ, ლოპოტას ტბაზე, მყურდო გარემოში, რამდენიმე საათის განმავლობაში შექმნიან პროზაულ ნაწარმოებს მოცემულ თემაზე. 15-ვე ნაშრომი შევა კრებულში. საუკეთესო კონკურსანტები კი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან: I ადგილი - 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო, II ადგილი - 700 ლარი, III ადგილი - 500 ლარი.
კონკურსის სპონსორია "ჯეოსელი". |
|