|
10-11-2012, 01:04
12 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიხსნება ჯგუფური გამოფენა "მედიას მიღმა".
გამოფენაში მონაწილეობენ კოკა ვაშაკიძე, უშანგი ხუმარაშვილი, გიორგი ბუნდოვანი “STIGMAT”, შალვა კობალაძე, ანა კალანდარიშვილი, სალომე ნარსია, ალეკო ბათაშვილი, დავით ჩიხლაძე. გამოფენის კურატორია დავით ჩიხლაძე. გამოფენა 14 ნოემბრამდე გასტანს.
ღონისძიების ფარგლებში, 13 ნოემბერს, 16:00 საათზე, გაიმართება სპეციალური დისკუსია. როგორც ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე გიორგი ბუნდოვანი აცხადებს, საჯარო ბიბლიოთეკის კინოდარბაზში მოეწყობა დისკუსია ავტორებსა და აუდიტორიას შორის მათი სამხატვრო კონცეფციების ირგვლივ და ნაჩვენები იქნება რამდენიმე დამატებითი ნამუშევარი.
"მითოსურ სააზროვნო სივრცეში მოექცევა ყველაფერი ის, რაც თანამედროვე ადამიანის მთლიანობიდან დიდი ხნის განდევნილია - სინამდვილის ირაციონალური კონსტრუირების ან მრავალპოლუსიანი ჭეშმარიტების დაშვება და ეროტიული ელემენტი, როგორც მშვენიერების შემადგენელი ნაწილი. პოსტმოდერნიზმის რელატივისტური დისკურსი თავიდანვე მითოსური ტრადიციის მემკვიდრედ აცხადებს თავს. მსგავსად ანტიკური ღმერთების ცვალებადი და არათანმიმდევრული ისტორიებისა აქ არ არსებობს თხრობის სწორხაზობრივი დრო ან საგანთა და ნიშანთა მყარად განსაზღვრული მნიშვნელობები. ას წელიწადზე მეტია, ახალი ფიზიკის პარადიგმამ პერსპექტივისა და ტონალურობის კონცეფციები გადაალაგა მხატვრობასა და მუსიკაში. ყველაფრის მიუხედავად, დღეს ელიტისტურ და მოწინავე რევოლუციურ კულტურაში - ავანგარდისტულ ხელოვნებაში მხოლოდ ცალკეული მცდელობები არსებობს მატერიალსტური და ტექნოკრატიული მსოფლმხედველობის საზღვრებს მიღმა - თუნდაც აუთენტურად უშუალო და პირადი ყოველდღიური ისტორიების წარმოდგენის ფორმით. ას წელიწადზე მეტია, ახალი ფიზიკის პარადიგმამ გადაალაგა პერსპექტივისა და ტონალურობის კონცეფციები მხატვრობასა და მუსიკაში. ყველაფრის მიუხედავად, დღეს ელიტისტურ და მოწინავე რევოლუციურ კულტურაში - ავანგარდისტულ ხელოვნებაში მხოლოდ ცალკეული მცდელობები არსებობს მატერიალსტური და ტექნოკრატიული მსოფლმხედველობის საზღვრებს მიღმა - თუნდაც აუთენტურად უშუალო და პირადი ყოველდღიური ისტორიების წარმოდგენის ფორმით. მსგავსად ანტიკური ღმერთების ცვალებადი და არათანმიმდევრული ისტორიებისა აქ არ არსებობს თხრობის სწორხაზობრივი დრო ან საგანთა და ნიშანთა მყარად განსაზღვრული მნიშვნელობები", - აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები. |
|