გაიხსნა გამოფენა "მედიას მიღმა" » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გაიხსნა გამოფენა "მედიას მიღმა" ---
14-11-2012, 16:02
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიხსნა ჯგუფური გამოფენა "მედიას მიღმა".

გამოფენაში მონაწილეობენ კოკა ვაშაკიძე, უშანგი ხუმარაშვილი, გიორგი ბუნდოვანი “STIGMAT”, შალვა კობალაძე, ანა კალანდარიშვილი, სალომე ნარსია, ალეკო ბათაშვილი, დავით ჩიხლაძე. გამოფენის კურატორია დავით ჩიხლაძე. გამოფენა დღეს დასრულდება.

"მითოსურ სააზროვნო სივრცეში მოექცევა ყველაფერი ის, რაც თანამედროვე ადამიანის მთლიანობიდან დიდი ხნის განდევნილია - სინამდვილის ირაციონალური კონსტრუირების ან მრავალპოლუსიანი ჭეშმარიტების დაშვება და ეროტიული ელემენტი, როგორც მშვენიერების შემადგენელი ნაწილი. პოსტმოდერნიზმის რელატივისტური დისკურსი თავიდანვე მითოსური ტრადიციის მემკვიდრედ აცხადებს თავს. მსგავსად ანტიკური ღმერთების ცვალებადი და არათანმიმდევრული ისტორიებისა აქ არ არსებობს თხრობის სწორხაზობრივი დრო ან საგანთა და ნიშანთა მყარად განსაზღვრული მნიშვნელობები. ას წელიწადზე მეტია, ახალი ფიზიკის პარადიგმამ პერსპექტივისა და ტონალურობის კონცეფციები გადაალაგა მხატვრობასა და მუსიკაში. ყველაფრის მიუხედავად, დღეს ელიტისტურ და მოწინავე რევოლუციურ კულტურაში - ავანგარდისტულ ხელოვნებაში მხოლოდ ცალკეული მცდელობები არსებობს მატერიალსტური და ტექნოკრატიული მსოფლმხედველობის საზღვრებს მიღმა - თუნდაც აუთენტურად უშუალო და პირადი ყოველდღიური ისტორიების წარმოდგენის ფორმით. ას წელიწადზე მეტია, ახალი ფიზიკის პარადიგმამ გადაალაგა პერსპექტივისა და ტონალურობის კონცეფციები მხატვრობასა და მუსიკაში. ყველაფრის მიუხედავად, დღეს ელიტისტურ და მოწინავე რევოლუციურ კულტურაში - ავანგარდისტულ ხელოვნებაში მხოლოდ ცალკეული მცდელობები არსებობს მატერიალსტური და ტექნოკრატიული მსოფლმხედველობის საზღვრებს მიღმა - თუნდაც აუთენტურად უშუალო და პირადი ყოველდღიური ისტორიების წარმოდგენის ფორმით. მსგავსად ანტიკური ღმერთების ცვალებადი და არათანმიმდევრული ისტორიებისა აქ არ არსებობს თხრობის სწორხაზობრივი დრო ან საგანთა და ნიშანთა მყარად განსაზღვრული მნიშვნელობები", - აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.
 
 

ასევე:

  • თბილისში გაიხსნება გამოფენა "მედიას მიღმა"
  • სტუ-ის ბიბლიოთეკაში თენგიზ მახარაშვილის გამოფენა გაიხსნა
  • უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩენლ აბიტურიენტებს ახალი შანსი ეძლევათ
  • სტუ-ში საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
  • საჯარო ბიბლიოთეკაში "გამოუცემელი წიგნების გამოფენა" მოეწყობა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge