საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ფოიეში, 2014 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატისადმი (ბრაზილია) მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილია მასალა სტუ-ის თანამშრომლის, ჯიმი ზარიძის პირადი კოლექციიდან.
როგორც ჯიმი ზარიძემ განაცხადა, საფეხბურთო თემისადმი მიძღვნილ საფოსტო მარკებსა და გულსაბნევებს ბავშვობიდან აგროვებს. სტენდის ერთი ნაწილი მთლიანად “უეფას” გუდებს ეთმობა. არის თბილისის “დინამოს” ცნობილი გამარჯვებების ამსახველი კუთხე, ასევე, წარმოდგენილია მსოფლიოს ყველა ცნობილი გუნდისა თუ ნაკრებისადმი მიძღვნილი მასალა.
როგორც ცნობილია, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 — ფიფა-ს მსოფლიო თასის მე-20 გათამაშება, ბრაზილიაში ჩატარდება.
ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ გაიმართება. ქვეყანამ პირველად 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. “არგენტინა 1978”-ის შემდეგ, 2014 წლის გათამაშება სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ჩატარებული პირველი ჩემპიონატი იქნება. ტურნირის მასპინძელი ქალაქებია: მანაუსი, კუიაბა, ბრაზილია, ფორტალეზა, ნატალი, რესიფი, სალვადორი, ბელუ-ორიზონტი, რიო-დე-ჟანეირო, კურიტიბა, პორტუ-ალეგრი და სან-პაულუ.