|
22-11-2012, 13:46
20-25 ნოემბერს თბილისის რიგით მე-15 ჯაზფესტივალი ტარდება. ფესტივალი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯაზვოკალისტმა, სამი გრემისა და უამრავი პრიზის მფლობელმა დი დი ბრიჯვოთერმა გახსნა. მან 2011 წელს აიღო საუკეთესო ვოკალისტის ჯილდო.
ფესტივალში მონაწილეობენ Jack Dejohnette, შვედური ჯგუფი Nils Landgren Funk Unit და THE CHUCK COREA TRIO with Cristian MC Bride & Brian Blade.
25 ნოემბერს ჩიკ კორეა ბენდთან ერთად ფესტივალს დახურავს. აღსანიშნავია, რომ ჩიკ კორეა მეორედ სტუმრობს თბილისს. თუმცა მის ვარსკვლავურ ტრიოს ქართველი მსმენელი სცენაზე პირველად ნახავს.
თბილისის მე-15 ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორია "ისთერნ პრომოუშენი", გენერალური სპონსორი კი "თიბისი სტატუსია". |
|