"ბლექ სი ჯაზ ფესტივალი" მეისი გრეის კონცერტით დაიხურა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"ბლექ სი ჯაზ ფესტივალი" მეისი გრეის კონცერტით დაიხურა კულტურა, სპორტი
25-07-2011, 00:23
"ბლექ სი ჯაზ ფესტივალი" მეისი გრეის კონცერტით დაიხურა ბათუმში რიგით მეხუთე, "ბლექ სი ჯაზ ფესტივალი" (Black Sea Jazz Festival) მეისი გრეის კონცერტით დაიხურა.

ფესტივალი ბათუმში 14 ივლისს, 12:00 საათზე მოძრავმა ბენდმა გახსნა, ხოლო უშუალოდ კონცერტი 18:00 საათზე გაიმართა. Black Sea Jazz Festival-ის ძირითადი ნაწილი კი 21 ივლისიდან დაიწყო და 24 ივლისს მეისი გრეიმ დახურა.

წლევანდელ ფესტივალს სტუმრობდენ სტენლი ჯორდანი - ვირტუოზი გიტარისტი, თავის ტრიოსთან ერთად, "Yellowjackets"-ი - ლეგენდარული ჯგუფი, რომელიც წელს თავის მსოფლიო ტურით აღნიშნავს დაარსების საიუბილეო 30 წლისთავს. "ლონდონ ქომუნითი გოსპელის" გუნდი, პირველად საქართველოში გოსპელის სტილი - პოპის მეგავარსკვლავი მეისი გრეი, ორი გრემისა და MTV-ის მუსიკალური ჯილდოს ორგზის მფლობელი. დიჯეი ლოჯიქი, სპეციალურად ბლექ სი ჯაზ ფესტივალისთვის 3 დღის განმავლობაში აწყობდა ჯემსეიშენებს. "მენ ინ ბრასი", სამი დღის განმავლობაში, დღეში 5-ჯერ მართავდა კონცერტებს ბათუმის ქუჩებში. ფესტივალში მონაწილეობდნენ ასევე ,,თბილისი ბიგ ბენდი'', ,,თი ბლუზ მობი'', ,,სითი ლაიფ ბენდი'', ,,რეინკარნაცია'' და სხვა ცნობილი ჯგუფები.

კონცერტები ჩატარდა ევროპის მოედანზე, პიაცაზე და ძველ ბულვარში (კოლონადებთან). წელს პირველად ფასიანი კონცერტების გარდა, ჩატარდა უფასო კონცერტებიც.
 
 

ასევე:

  • ბათუმში Black Sea Jazz Festival -2010 ტარდება
  • XV საერთაშორისო ფესტივალი ხვალ დასრულდება
  • თბილისში ჯაზფესტივალი ტარდება
  • მეიდანზე "საახალწლო ფესტივალი" გრძელდება
  • სიღნაღში თეატრალური ფესტივალი დასრულდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge